გიორგი ჭანტურია: "რომა" და "პარმა" დამიკავშირდნენ, ჯერი ჟორდანიაზეა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი - "რომა" და "პარმა" - დაინტერესდა.

"ორივე კლუბი შემეხმიანა და ახლა მერაბ ჟორდანიაზეა დამოკიდებული, გამიშვებს თუ არა. მე ძალიან მინდა წასვლა და "ვიტესში" დაბრუნება არ მინდა",
- უთხრა Sportall.ge-ს ჭანტურიამ.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე ჭანტურიათი იტალიური "ჯენოა" და "ტორინო" იყვნენ დაინტერესებულნი.

სეზონის მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელმა, იჯარის წესით, ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაატარა.

ასევე იხილეთ:
La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "რომას"
და "პარმას" სამიზნეში

გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ
მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა

"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!

გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი
მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთმა ქნას სიმართლე იყოს, მაგრამ თავდამსხმელი რომელიც ვიტესში და ალანიაში ვერ ქაჩავს რომას და პარმას უნდა? ან ვის უნდა შეშურდეს? თუ ითამაშებს ისევ საქართველოს გამოადგება, პირადად მე აღარ მჯერა ამ ბიჭის, თავში აუვარდა, ჟორდანიამ კაი შანსი მისცა და 2-3 გოლი გაიტანა და გადაირია ვითომ მესი იყო. ივარჯიშე ბიძიკო თორე მარტო ტალანტის იმედად ვერ ითამაშებ დიდ ფეხბურთს
iuri
19:47 09-06-2013
0
anelka შენ დაწყნარდი, ძაან კაი ბიჭია გიო და არც არავინ იოცნებოს მაგის "გაფუჭებაზე".. და სხავათა შორის, ბარსელონაში რო თამაშობდა მაშინ ხო შურით და ბოღმით გასკდა ძალიან ბევრი.. ასე რომ რომ ყველამ თავის თავს მიხედოს.. ) გიო წავა იტალიაში ან ესპანეთში და სდიონ მერე კოკორინებმა.. გენაცვალე გიო! ;)) ჯიგარო
Diego
22:10 08-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული