"კრასნოდარმა" ნუკრი რევიშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის კლუბმა "კრასნოდარმა" ხელშეკრულება გაუწყვიტა საქართველოს ნაკრების გოლკიპერ ნუკრი რევიშვილს.

"კრასნოდარის" ოფიციალური საიტის მიხედვით, 26 წლის ქართველი კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

რევიშვილს "კრასნოდართან" 2015 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება.

2011 წლიდან, როცა რევიშვილი "ანჟიდან" გადავიდა "კრასნოდარში", ჩვენებურმა მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"კრასნოდარი მადლობას უხდის ნუკრი რევიშვილს შრომისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს", - ვკითხულობთ რუსული კლუბის საიტზე.

ასევე იხილეთ:
ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარს", დიდი ალბათობით, დატოვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული