გიას გადაყვანა სამარის "კრილია სოვეტოვის" მთავარ მწვრთნელს, გაჯი გაჯიევს სურს.
შეთანხმება ჯერ კიდევ 2012 წელს შესთავაზა, როდესაც სამარული კლუბი ჩააბარეს, მაგრამ მაშინ გიას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და ახალ კლუბში გადასვლა არ სურდა.
მაგრამ "კრილიამ" რუსეთის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა, "სბერბანკის" სახით კი, სოლიდური სპონსორი და ამბიციები შეიძინა.
გრიგალავას გადასვლა იმითაც იქნება კარგი, რომ "კრილიაში" ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილია და მათი შეთამაშება
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გია გრიგალავას "ვოლგასთან" კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება, ნიჟნინოვგოროდელებს კი მისი გაშვება არ სურთ. გუნდის ხელმძღვანელებმა შემადგენლობის განახლება დაიწყეს და ბევრი ფეხბურთელი გაუშვეს, 23 წლის ქართველი კი დატოვეს.
არადა, გრიგალავას მთელი საგაზაფხულო ეტაპი ავადმყოფობის გამო გაუცდა.
გაჯიევი თავისას არ იშლის და გიას "ვოლგაზე" ბევრად უკეთესი პირობები შესთავაზა.
პირობები კი რუსეთში, იცოცხლე, ძალიან მაგარია - ყველაზე სუსტ გუნდებში მოგებაზე პრემია 10 ათასი დოლარიდან 15 ათასამდე მერყეობს, გრანდებში კი ბევრად მეტია. მაგალითად, 2010 წელს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" რუსეთის თასი რომ მოიპოვა, თითოეულმა მოთამაშემ ნახევარფინალში გამარჯვებისთვის 100 ათასი დოლარი მიიღო, თასის მოპოვებისთვის კი - 150 ათასი დოლარი.
ყველაზე ღარიბ კლუბში მინიმალური ხელფასი 15 ათასი დოლარი მაინც არის.
ამიტომ მირბიან რუსეთში ევროპელი ვარსკვლავები, რუსული ფეხბურთისა და კლუბების მმართველებს კი სერიოზულ ამბიციები გაუჩნდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" რჩება
გია გრიგალავა ინვალიდის ეტლისგან ისევ ქართველმა ექიმმა დაიხსნა
გია გრიგალავა: საქართველოში რომ მეცხოვრა, ალბათ, მორაგბე გავხდებოდი