როგორ დავჩაგროთ ფეხბურთელი - ნაცნობი სიუჟეტის უკრაინული მოდელი

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატიში" მოვლენები ჩვენთვის კარგად ნაცნობი სცენარით ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ, იქაური ამბების იურიდიული დეტალების გადმოცემით, საქართველოში მსგავს ვითარებაში ჩავარდნილ მოთამაშეებს გარკვეული გზა ვუჩვენოთ.

ლვოველთა ხელმძღვანელობა რასაც წარმოადგენდა, კარგად გამოჩნდა "ზესტაფონთან" "საქმიან" ურთიერთობაში.

2012 წლის იანვარში, ბუბა დაუშვილის სატრანსფერო თანხის შესამცირებლად, "კარპატი" თანაქალაქელი "ლვოვის" თავკაცებს აფიორაზე გაურიგდა - თითქოს, ქართველის კონტრაქტი პირველი ლიგის ამ კლუბმა გააფორმა. შედეგად, 360 ათასი ევროს ნაცვლად, "ზესტაფონმა" მხოლოდ 60 ათასი ევრო მიიღო (იხილეთ ვრცლად).

უეფას ერთ-ერთი წესის თანახმად, უკრაინის პრემიერლიგისა და პირველი ლიგის კლუბები კომპენსაციას სხვადასხვა ტარიფით
იხდიან.

ახლა "კარპატის" ძალიან გაუჭირდა. ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად, გუნდის ხელმძღვანელებმა მოთამაშეთა უმრავლესობას ხელფასების შემცირებასა და ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე დათანხმება მოსთხოვეს.

"კარპატიში" ხელფასები 5 ათასი დოლარიდან 40 ათასამდე მერყეობდა. ახლა კლუბის თავკაცებმა გადაწყვიტეს, რომ წამყვანი ფეხბურთელების ხელფასი 10 ათას დოლარამდე შეამცირონ.

ამაზე ბევრმა მოთამაშემ უარი განაცხადა და "კარპატიმ" ის გააკეთა, რასაც საქართველოში ვიყავით შეჩვეულები და საფეხბურთო ანაქრონიზმი გვეგონა - ფეხბურთელთა "მოსათვინიერებლად" ისინი გენერალურმა დირექტორმა იგორ დიდიშინმა დუბლებში გადაიყვანა.

ასეთი 13 ფეხბურთელია, მათ შორის, მურთაზ დაუშვილიც. მოთამაშეები თავს დამცირებულად მიიჩნევენ.

მოკვეთილთა ნაცვლად, "კარპატიმ" ფეხბურთელები "ოლექსანდრიადან", "კრივბასიდან", "ილიჩევეციდან" და "ჰოვერლა ზაკარპატიედან" დაიმატა.

უკრაინელები ხუმრობენ: ნამდვილი "კარპატი" ლვოვში "პროგრესის" სტადიონის სოფლის დონის მოედანზე ვარჯიშობს, მეორეხარისხოვანი კლუბებიდან მოყვანილების გუნდი კი - სლოვენიაშიო.

ცნობილი გახდა, რომ ლევან ყენია არც სლოვენიაშია და არც ლვოვში და გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

25 ივნისს ლვოვის "კარპატის" ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ვაცკომ ქართველებთან დაკავშირებით ილაპარაკა:

"არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ჩვენი წინადადება არ მოისმინეს და თავიდანვე თქვეს, რომ "კარპატიში" თავს ვერ ხედავენ და კარიერის ლვოვში გაგრძელება აღარ სურთ. ესენი არიან ლევან ყენია, მურთაზ დაუშვილი და მიხაილ კოლოპოვეცი.

ლევან ყენიას თაობაზე შემოთავაზება დიუსელდორფის "ფორტუნადან" გვაქვს, რომელსაც განვიხილავთ. დაუშვილიც ამბობს, რომ მისი შეძენის მსურველი კლუბიც არის, მაგრამ ჯერ არავის მოუმართავს".


გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სევიდოვმა არ დააკონკრეტა - რა ბედი ელით იმ მოთამაშეებს, რომლებმაც "კარპატის" წინსვლისთვის ბევრი გააკეთეს.

შესაძლოა, "კარპატის" ეს გადაწყვეტილება არასამართლებრივად ჩაითვალოს და ლვოველებს ჩემპიონატის დაწყებამდე ქულები ჩამოაკლონ ან ტრანსფერების რეგისტრაცია აუკრძალონ. კლუბს აქვს უფლება, მოთამაშეებს ხელფასის შემცირება შესთავაზოს, მაგრამ მოთამაშის საქმეა - დათანხმდება თუ არა.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვებით, რომ მსგავსი რამ საქართველოშიც არ არის იშვიათი მოვლენა და ჩვენმა მოთამაშეებმაც უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები. კლუბს თუ დაპირებული პირობების შესრულება არ შეუძლია, ამის გამო მოთამაშე არ უნდა ზარალდებოდეს.

არადა, ჩვენთან პირიქით ხდება, სწორედ მოთამაშეები ზარალდებიან, კლუბები კი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ.

ფეხბურთელთან შანტაჟის ენით ლაპარაკს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვადაზე ადრე კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტასა და ხელფასის შემცირებას ფიფა და უეფა კატეგორიულად კრძალავს.

მაგრამ აქ გადამწყვეტი სიტყვა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, რომელიც ვალდებულია, კლუბი დასაჯოს, ქულები დააკლოს ან ტრანსფერები აუკრძალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველები უკრაინის ტოპ-სიაში: უშიშარი დაუშვილი და ნაღდი ქართველი კანკავა
ლვოვის "კარპატის" ახალი თავკაცი: ვინმეს დაუშვილის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება?
ლვოვის "კარპატიმ" ბუბა დაუშვილის ტრანსფერზე "ბეტისს" უარი უთხრა
ლევან ყენია: "კარპატისგან" ტრანსფერზე დაყენება ჩემთვის მოულოდნელი იყო
"კარპატიმ" ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი ტრანსფერზე დააყენა
ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბუბა ხედავ???? ეგეც შენი კარპატი... ეხლა ითამაშე უკრაინის სოფლის სტადიონებზე..... არავის არაფერი შერჩენია და არც შერჩება.... ცივი სუპების ჭამა ახლა ნაღდად მოგიწევს
0
ლომისის წმინდა გიორგის დღესასწაულს გილოცავთ. ბატონებო საყოვეთაო ნორმაა, როცა კაცს უჭირს, ხელს კი არ ჰკრავენ, არამედ გვერდში უდგებიან. გვეყოფა ნიშნის მოგება.
gizog
17:16 26-06-2013
0

სიახლეები პოპულარული