ლევან ყენია გერმანიაში დაბრუნდა - დიუსელდორფის "ფორტუნა" რეალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელი ლევან ყენია დიუსელდორფში გაემგზავრა, რათა ადგილობრივ "ფორტუნასთან" ამ გუნდში კარიერის გაგრძელების დეტალები შეათანხმოს.

ამ ინფორმაციას უკრაინული საიტი vgolos.com.ua ავრცელებს.

საიტი მისთვის სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყენიამ გერმანიაში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც გადაწყდება კიდეც "ფორტუნაში" მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ყენიათი "ფორტუნას" დაინტერესების შესახებ "კარპატის" ვიცე-პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინაც საუბრობდა. უკრაინელებმა ახსენეს კიდეც თანხა, რასაც ქართველის სანაცვლოდ გერმანული კლუბი იმეტებს - 250 ათასი ევრო.

დიუსელდორფის კლუბმა გერმანულ ელიტაში ადგილი გასულ სეზონში
დაკარგა და 2013/14 წლების სეზონს მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს.

ასევე იხილეთ:
ლვოვის "კარპატის" ახალი თავკაცი: ვინმეს დაუშვილის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება?
ლევან ყენია: "კარპატისგან" ტრანსფერზე დაყენება ჩემთვის მოულოდნელი იყო
ლევან ყენია უკრაინის ჩემპიონატის სეზონის 10 აღმოჩენაში
მკითხველის კომენტარები / 3 /
წავიდა ლევანი მეორე კრუგზე. არადა, როგორი იმედი ქონდა ხალხს ამ კაცის. ოხ ეს ტრამვები და ხასიათი.
vaxa
17:45 27-06-2013
0
მინდა წარმატებები უსურვო ლევანს. თუმცა ...... დიდი ფეხბერთი სადაა? წავიდა ჰეეეეეეეეეეეეეეეეეე. ქეცბაია რომ წავა ნაკრებიდან, მერე ათამაშდება ალბათ.
patkata
17:47 27-06-2013
0

სიახლეები პოპულარული