ლევან ყენიამ "ფორტუნაში" დებიუტი გოლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
22 წლის ლევან ყენიამ პირველად ითამაშა დიუსელდორფის "ფორტუნას" შემადგენლობაში და პირველი გოლიც გაიტანა.

მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული გუნდი ამხანაგურად "პსვ ვესელ ლაკჰაუზენს" შეხვდა და 12:1 გაანადგურა. ლევანი პაურევიჩის ნაცვლად მე-60 წუთზე შევიდა და ბოლო გოლი (85-ე წუთზე) მის ანგარიშზეა - პატარა სივრცეში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ისე გაიტანა.

"ფორტუნას" თამაშით ბელგიელი მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი კმაყოფილი დარჩა, მან გუნდი 2-დღიან შვებულებაში გაუშვა, შემდეგ კი შვეიცარიული შეკრება იწყება.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ლევან ყენია ლვოვის "კარპატიმ" ტრანსფერზე დააყენა. ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება
გერმანიაში და "ფორტუნასთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელიც გერმანულმა კლუბმა ლევან ყენიას მიუძღვნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო
ლევან ყენიამ "ფორტუნასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული