მან თავისი სამომავლო მიზნები გაამხილა.
როგორც ირკვევა, მომავალში ჯანოს კვლავ "სპარტაკში" სურს თამაში.
- "როსტოვში" გადასვლა თქვენთვის მოულოდნელი იყო?
- არა. გასულ სეზონში დიდი დრო გამიცდა: იყო ტრავმებიც და ოჯახური ტრაგედიაც - მამა დავკარგე...
მინდა, ძველ დონეზე ავთამაშდე. ამისთვის კი ძალიან მჭირდება სათამაშო პრაქტიკა. რამდენიმე ვარიანტიდან "როსტოვი" ავირჩიე - იქ ნაცნობი ბიჭებიც არიან, ამასთან, გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და გრანდების წინააღმდეგ დამაჯერებლად გამოიყურება, რაც ძალიან მომწონს.
ამბობენ, ზოგჯერ ერთი ნაბიჯით
- თქვით, რომ სხვა წინადადებებიც გქონდათ. კონკრეტულად?
- ახლა ამის გახმაურებისგან თავს შევიკავებ. დავძენ, რომ "როსტოვს" უპირატესობა არტიომ ძიუბას ფაქტორის გამოც მივანიჭე. "სპარტაკიდან" "როსტოვში" მასთან ერთად მივდივარ და იქ ორივე სპარტაკული ფეხბურთის დემონსტრირებას შევეცდებით.
- ვარაუდობდით, რომ "სპარტაკში" კვლავ გექნებოდათ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა?
- ვფიქრობ, ეს პრობლემა კვლავ შემექმნებოდა. კლუბმა ახალი ფეხბურთელები იყიდა, რომლებიც აშკარად არ დაიმატეს სათადარიგოთა სკამზე დასასმელად.
"სპარტაკში" ექვს თვეში, ან ერთ წელიწადში დავბრუნდები და ძირითადში მოხვედრის შანსი ხელახლა მომეცემა.
- ალბათ, ცოტა მოწყენილი ხართ...
- არც უამისობაა. ჩემი გული "სპარტაკს" ეკუთვნის, იქ ხომ 15 წლის ასაკიდან ვარ. იქ გავიზარდე, იქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. "სპარტაკში" ჩემი ბოლო სიტყვა ჯერ არ მითქვამს.
მომავალში, უბრალოდ, ვალდებული ვარ, "სპარტაკის" ძირითადში დავმკვიდრდე.
- რა გითხრათ დამშვიდობებისას ვალერი კარპინმა?
- ბაზაზე ხუთშაბათს მივალ და მთავარ მწვრთნელსა და ბიჭებს მაშინ დაველაპარაკები. თუმცა ვალერი გეორგიევიჩმა უკვე მაგრძნობინა, რომ ჩემი იმედი კვლავ აქვს. მითხრა, ვარჯიში ჩვეულებრივად გააგრძელე და ყველაფერი რიგზე იქნებაო.
- ახალ კლუბს როდის შეუერთდებით?
- როსტოვში ძიუბასთან ერთად 5 ივლისს ჩავფრინდები, პირველ ვარჯიშს კი, ალბათ, მეორე დღეს ჩავატარებ.
- მართალია, რომ მომავალი სეზონიდან მაისურზე არა ჟანო, არამედ ჯანო გეწერებათ?
- მართალია. საქმე ის არის, რომ საქართველოში ჩემი სახელი სწორედ ასე წარმოითქმის. თავის დროზე გაუგებრობა მოხდა, ჟანო რომ მიწოდეს, ახლა კი, ჩემი თხოვნით, ყველაფერი გამოსწორდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე "როსტოვში" გადავიდა
სერგეი შავლო: თუ ჯანო ანანიძე წავიდა, "სპარტაკი" ბევრს დაკარგავს
ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: ჯანო ანანიძე უნდა წავიდეს!