"22 წლის ლევან ყენიას ყველაფერი აქვს მომავალს იმედის თვალით უყუროს: ძველი, კარგად ნაცნობი მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი, რომელიც მას "შალკეში" წვრთნიდა, ახალი კლუბი მაღალი მიზნებით და "ფორტუნას" ყველაზე პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისურა.
ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში ყენია ბუნდესლიგის ფეხბურთელი იყო! თუმცა მძიმე ტრავმამ ის უკან დახია და დიდი ხნით ჩამოაშორა ფეხბურთს. ლვოვის "კარპატის" ყოფილი ფეხბურთელი ახლა თავს "ფორტუნაში" იმკვიდრებს:
"თავიდან ვარჯიშზე ძალიან მიჭირდა, ახლა ყველაფერი რიგზეა", - ამბობს ყენია.
დიუსელდორფში ბუსკენსის
"ის იყო გადამწყვეტი ფაქტორი. მაიკს დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, რომ მას შემტევი ფეხბურთი უყვარს". ქალაქი ჩემთვის ნაცნობია, ხშირად ვყოფილვარ მაშინ როცა აღდგენით პროცესს გავდიოდი, "ფორტუნაც" მომწონდა".
ოჯახთან ერთად
ლევანს თან ახლავს მისი მეუღლე სლავკა და ქალიშვილი 13 თვის ლიკა. თუმცა ოჯახის სხვა წევრებიც "აქ არიან" - ლევანმა ორი ტატუ უძღვნა მშობლებს და მათი სახელები ამოისვირინგა - "გოჩა" და "ნინო".
ტატუები
ჯამში ქართველს 6 ტატუ აქვს, მშობლების სახელებს ის იმით ხსნის, რომ ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. "ყველა ტატუ ადრე გავიკეთე, ახლა ეს უკვე აღარ მიტაცებს", - ამბობს ქართველი.
მიზანი
მისი მიზანი მხოლოდ წინსვლაა კარიერაში: "ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული".
ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო
ლევან ყენიამ "ფორტუნაში" დებიუტი გოლით აღნიშნა [VIDEO]
რა ფასად გაიყიდა ლევან ყენია დიუსელდორფის "ფორტუნაში"?