ლევან ყენიას ვარამი და სიხარული

AutoSharing Option
დიუსელდორფის "ფორტუნამ" შვეიცარიული ჩელენჯლიგის "ბილი" 4:2 დაამარცხა. ჩვენთვის ეს ამბავი იმად არის საინტერესო, რომ "ფორტუნას" ახალწვეულმა ლევან ყენიამ ეფექტური გოლი გაიტანა.

ყენიამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიბრწყინა. საგოლე გადაცემით ჩვენებური ავსტრიელმა კრისტიან გარტნერმა დააჯილდოვა. სამი წუთის შემდეგ კი უკვე ყენიამ შეასრულა საგოლე პასი ბენ ჰალორანის მიმართულებით.

ყენიაზე უკვე წერენ გერმანულ პრესაში. "ფორტუნას" ახალწვეულის სიხარული და ვარამი - ახლახან ასეთი სათაურით გამოქვეყნდა წერილი გერმანულ ვებგვერდ derwesten.de-ზე, რასაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

"ფორტუნას" ახალწვეული საქართველოდან, განიხილება, როგორც იშვიათი ტალანტი - სამი ოპერაცია ქუსლზე, სამი
წელი სრულფასოვანი ვარჯიშის გარეშე, რის გამოც ის ჩამოშორდა ფელიქს მაგათის გაწვრთნილ "შალკეს" და ეროვნულ ნაკრებს.

"შალკეს" ყოფილი მწვრთნელის, მაიკ ბიუსკენსისთვის ყენია ახლა არის გადამწყვეტი ფაქტორი, რათა შეცვალოს "ფორტუნას" თამაში.

როცა "კაიზერსლაუტერნის" ყოფილი თავდამსხმელი კლაუს ტოპმიოლერი საქართველოს ეროვნულ გუნდს თავკაცობდა, ყენია მისი საყვარელი შეგირდი იყო.

"როცა ყენია ჯადოქრულად თამაშობს, ეს კარგ ლექსს შეედრება", - დიუსელდორფის "ფორტუნას" პლეიმეიკერი 16 წლის იყო, ტოპმიოლერმა მასზე ეს რომ თქვა.

მანამდე, 14 წლის ყენია "ბარსელონაში" სამი კვირით იყო სტაჟირებაზე.

"მაშინ ბავშვი ვიყავი. სამწუხაროდ, საქართველო ახლაც არ არის ევროკავშირის წევრი", - ამბობს ყენია და ამით განმარტავს იმას, "შალკემდე" რატომ ვერ ჩაირიცხა ვალენსიის "ლევანტეში".

დიდი კარიერა თითქოს ახლოს იყო. "შალკეში" გადასულმა ყენიამ რურის დერბიშიც ითამაშა "დორტმუნდის" წინააღმდეგ. ყენიამ მაშინ ტაში დაიმსახურა, თუმცა მომდევნო, 2009 წელს მისი საქმე უკვე დაღმა წავიდა.

ორწელიწადნახევრიანი პაუზა, არცთუ სასიამოვნო ტრანსფერი ლვოვის "კარპატიში", რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი მომავალი.

"არ იყო გარკვეული, დავრჩებოდი თუ არა პროფესიულ ფეხბურთში", - ამბობს ყენია.

ყენია "ფორტუნაში" მივიდა. ეს იყო ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, რის შედეგადაც ის ისევ დაუბრუნდა ფეხბურთს.

"ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ ჩემი დრო ჯერ არ არის ამოწურული", - ამბობს 22 წლის ქართველი.

როცა 2011 წელს მაგათმა "შალკე" თურქულ ბელეკში წაიყვანა შეკრებაზე, ყენიას ისევ აწუხებდა კოჭის ტკივილი. "შალკეს" ექიმმა ასეთი დასკვნა დადო - ქართველს არაფერი აქვს მოტეხილი.

"სარეაბილიტაციო პროცესი ახალი დაწყებული მქონდა და მოედანზე დაბრუნება ჩემთვის ძალიან ადრე იყო. ეს შეცდომა ძვირად დამიჯდა", - დასძენს ყენია.

ლვოვის "კარპატიმ" უკრაინის ჩემპიონატი მე-14 ადგილით დაასრულა და 19 ფეხბურთელს, მათ შორის ლევან ყენიას, კარისკენ მიუთითა, მიუხედავად მოქმედი კონტრაქტისა.

"სიტუაცია, ცოტა არ იყოს, ქაოსში გადაიზარდა. იძულებული ვიყავი, ინდივიდუალურად მევარჯიშა, დავრბოდი, რაც თითქმის არაფრის მომტანი იყო", - ამბობს ყენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: "ფორტუნას" ახალი ათიანი
ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო
ლევან ყენიამ "ფორტუნაში" დებიუტი გოლით აღნიშნა [VIDEO]
რა ფასად გაიყიდა ლევან ყენია დიუსელდორფის "ფორტუნაში"?
ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლეო
შოთი
00:11 09-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული