ამასთან დაკავშირებით, ქართველი სპეციალისტის კლუბმა, რიგის "სკონტომ" პოლიციას განცხადებითაც მიმართა.
როგორც ირკვევა, ქართველ სპეციალისტს უცნობები გამუდმებით უგზავნიან სმს-შეტყობინებებს, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან და ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.
მანამდე "სკონტოს" თავკაცს ხულიგნებმა ავტომობილი გადაუღებეს და ზედ უცენზურო სიტყვები დააწერეს.
თავად პერტია კი აცხადებს, რომ მსგავსი მუქარებისა არ ეშინია და ამ ფაქტებზე ირონიით საუბრობს:
"ასეთი მუქარებისა არ მეშინია და ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო სასაცილოა.
თამაზ პერტია ლატვიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული კლუბის, რიგის "სკონტოს" მთავარ მწვრთნელად 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა.