გია გრიგალავა "ანჟიში" - უძვირფასესი ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში?

AutoSharing Option
ერთი კვირის წინ ვწერდით, რომ გია გრიგალავა მახაჭყალის "ანჟიში" ჩაირიცხა. 29 აგვისტოს კი მან სამარაში სახლი დაცალა და მოსკოვში ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაევლო და დაღესტნურ კლუბთან 3-წლიანი (ბოლო მონაცემებით) კონტრაქტი გაეფორმებინა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველით "ანჟი" მას მერე დაინტერესდა, რაც ეს გუნდი "კრილია სოვეტოვის" ყოფილმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა ჩაიბარა. ეს მახაჭყალაში საკადრო რევოლუციას დაემთხვა: კლუბის მეპატრონე სულეიმან კარიმოვი მილიონიანი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელებსა (იური ჟირკოვი, იგორ დენისოვი, ალექსანდრ კოკორინი, ვილიანი, სამუელ ეტო"ო) და უცხოელ მწვრთნელებს შეელია.

"ლელო" აგვისტოს დასაწყისში
წერდა, რომ გრიგალავასა და "ანჟის" შორის მოლაპარაკება იყო დაწყებული. საბოლოო შეთანხმება კი გაჯიევის დანიშვნისთანავე შედგა.

ცხადია, გრიგალავა თანახმა იქნებოდა, რადგან "ანჟიმ" გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა.

უცნობია, რა დაუჯდათ დაღესტნელებს "კრილიასგან" ქართველი მცველის 3-წლიანი კონტრაქტის გამოსყიდვა, ისევე, როგორც უცნობია პირადი ხელშეკრულების დეტალები. თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ცალკეული წყაროების ინფორმაციით, ეს ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგებაა.

გრიგალავას მახაჭყალაში ცხოვრება არ მოუწევს, რადგან კარიმოვმა რამენსკოეს "სატურნის" სტადიონი და ბაზა იყიდა, გუნდი კი მოსკოვში ცხოვრობს.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ალეკო ამისულაშვილი და გრიგალავა "კრილიაში" დაცვის ცენტრში თამაშობდნენ და რუსული მედიის მტკიცებით, ძალზე საიმედო ტანდემიც შექმნეს. ეს კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის, წესით, საყურადღებო ფაქტი უნდა იყოს.

ამასობაში "სპორტ-ექსპრესი" ამტკიცებს, რომ გრიგალავას გარდა, გაჯიევს "ანჟიში" კიდევ 6 მოთამაშის დამატება სურს, რომელთაგან 4 - დაღესტნელი სპეციალისტის ყოფილი კლუბის, "კრილიას" მოთამაშეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა კარიერას მახაჭყალის "ანჟიში" გააგრძელებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
2,000,000 EURO გადაიხადეს. ამაზე ძვირადაც გაყიდულან ქართველი ფეხბურთელები.
შაკო
14:32 30-08-2013
0
ზუსტად ეგ არის ჩვენი "პატალოკი": გრიგალავა და "ანჟი"
anzhi
22:26 01-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული