საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველით "ანჟი" მას მერე დაინტერესდა, რაც ეს გუნდი "კრილია სოვეტოვის" ყოფილმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა ჩაიბარა. ეს მახაჭყალაში საკადრო რევოლუციას დაემთხვა: კლუბის მეპატრონე სულეიმან კარიმოვი მილიონიანი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელებსა (იური ჟირკოვი, იგორ დენისოვი, ალექსანდრ კოკორინი, ვილიანი, სამუელ ეტო"ო) და უცხოელ მწვრთნელებს შეელია.
"ლელო" აგვისტოს დასაწყისში
ცხადია, გრიგალავა თანახმა იქნებოდა, რადგან "ანჟიმ" გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა.
უცნობია, რა დაუჯდათ დაღესტნელებს "კრილიასგან" ქართველი მცველის 3-წლიანი კონტრაქტის გამოსყიდვა, ისევე, როგორც უცნობია პირადი ხელშეკრულების დეტალები. თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ცალკეული წყაროების ინფორმაციით, ეს ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგებაა.
გრიგალავას მახაჭყალაში ცხოვრება არ მოუწევს, რადგან კარიმოვმა რამენსკოეს "სატურნის" სტადიონი და ბაზა იყიდა, გუნდი კი მოსკოვში ცხოვრობს.
სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ალეკო ამისულაშვილი და გრიგალავა "კრილიაში" დაცვის ცენტრში თამაშობდნენ და რუსული მედიის მტკიცებით, ძალზე საიმედო ტანდემიც შექმნეს. ეს კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის, წესით, საყურადღებო ფაქტი უნდა იყოს.
ამასობაში "სპორტ-ექსპრესი" ამტკიცებს, რომ გრიგალავას გარდა, გაჯიევს "ანჟიში" კიდევ 6 მოთამაშის დამატება სურს, რომელთაგან 4 - დაღესტნელი სპეციალისტის ყოფილი კლუბის, "კრილიას" მოთამაშეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა კარიერას მახაჭყალის "ანჟიში" გააგრძელებს