ლაშა დვალი ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ სამი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
რიგის "სკონტოს" უნივერსალი (მარცხენა მცველიც, საყრდენი ნახევარმცველიც) ლაშა დვალი კიდევ 3 თვე ვერ ითამაშებს და, სამწუხაროდ, ახალგაზრდული ნაკრების უახლოეს თამაშებსაც გამოტოვებს.

19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი, რომელმაც ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ალექსანდრე ჩივაძემ 14 აგვისტოს ლატვიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახა, მაგრამ შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.

მაშინ დვალმა გვითხრა, რომ სამკურნალოდ ისრაელში მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვობისდროინდელმა ტრავმამ შეახსენა თავი და ვარჯიში აღარ შეეძლო.

"ისრაელში ბოლო თაობის ტექნიკა აქვთ, გამოკვლევა ჩამიტარეს და ჩემი იმედიც გამართლდა - ოპერაცია არ დამჭირდა.

თუმცა მოედანზე
დასაბრუნებლად ჯერ კიდევ დრო მინდა. 3 თვის განმავლობაში წყლის პროცედურები და ფიზიოთერაპიის კურსები მექნება ჩასატარებელი. ვარჯიშს მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებ.

თუმცა ეს მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული",
- ამბობს დვალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული