ავთო ებრალიძემ პორტუგალიაში ლამის მთელი გუნდი მოატყუა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს ქართველებმა რამდენიმე ლიგაში ითამაშეს, თუმცა თავი მხოლოდ ერთმა გამოიჩინა...

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში, სადაც "სეტუბალი" ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტეს" მასპინძლობდა, 21 წლის ქართველმა შემტევმა თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

59-ე წუთზე, როცა "ჟილ ვისენტე" 1:2-ს აგებდა, ებრალიძემ საგოლე პასი გადააწოდა დიეგო ვიანას - 2:2 და "ჟილ ვისენტემ" ქულა გადაარჩინა.

ებრალიძე 79-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 6 თამაშიდან 8 ქულით მე-7 ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
რუსეთის პრემიერლიგაში "როსტოვმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია გაჭიმა. ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ
მოედანზე "ურალს" ვერ გაუმკლავდნენ - 1:1.

ჯანო სასტარტო შემადგენლობაში იყო. მწვრთნელმა ის 73-ე წუთზე შეცვალა. მატჩის მიწურულს არტიომ ძიუბამ პენალტი ვერ გაიტანა და "როსტოვს" მოგების რეალური შანსი დააკარგვინა.

* * *
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" პირველი მატჩი წააგო. ტოსკანური კრებული, რომელიც 35-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა, "აველინოსთან" გასვლით შეხვედრაში 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ 59-ე წუთიდან ითამაშა და 8 წუთში ყვითელი ბარათი იხილა, "ემპოლის" მეორე ქართველი ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგოთა შორის იყო.

* * *
ზურაბ ხიზანიშვილი განაცხადში არ ყოფილა ქაისერულ დერბიში, რომელშიც მისი "ქაისერისფორი" I ლიგიდან აღზევებულ "ერჩიესს" დაუზავდა - 1:1.

უკრაინის პრემიერლიგაში "სევასტოპოლი" კიევის "არსენალს" ეწვია და 1:3 დამარცხდა.

სტუმართა მარჯვენა მცველმა მათე ღვინიანიძემ, ვინც თემურ ქეცბაიამ საესპანეთოდ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, შეუცვლელად ითამაშა.

* * *
ლატვიაში "დაუგავასა" და "სკონტოს" (მწვრთნელი თამაზ პერტია) რიგულ-ქართული დერბი "სტუმრის" გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

"დაუგავაში" თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი დიაკვნიშვილმა, ისევე, როგორც ირაკლი კლიმიაშვილმა - "სკონტოში". ამავე გუნდში სათადარიგო იყო ლადო დათუნაიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
saertod sircxvilia eget banzd ligebshi rom tamashoben chvenebi erti ori gamonaklisisa
beqa
02 ოქტომბერი 2013 21:23
0
odala
ნაღდი ხარ ძმაო და შენს მერე კომენტარი ვინც დაწერა ალბათ ნათესავია და გაუტყდა, მაგრამ ბოღმა ნაღდად არაფერ შუაშია, 100%იანი თქვი.
benti
02 ოქტომბერი 2013 00:58
0
ჟურნალისტებზე მაქვს საუბარი,არაპროფესიონალიზმის ზეობაა!
tazo
01 ოქტომბერი 2013 14:25
0
odala 100 პროცენტიანი ხარ!
tazo
01 ოქტომბერი 2013 14:22
0
"მთელი გუნდი" უტრირებაა და უნდა გესმოდეს შე ტუტუცო. 2 მოატყუა და ერთი მოძრაობი 3 კაცი დატოვა მშრალზე და საგოლე პასი გააკეთა.
რა არ მოგეწონა შე ბოღმიანო
ოდალას
01 ოქტომბერი 2013 14:01
0
აბა ბიჭო, მთელი გუნდი მოატყუა ლამის. ერთმა გაატარა, მეორე წაიქცა... ტალანტებს მიაქვს საქართველო ჭურნალისტებს რომ ჰკითხო. წარმატებები ებრალიძეს. ასე იცით ხოლმე, აფრინდებით ძალიან მაღლა და მერე რომ დაგანარცხებთ სინამდვილე ძირს მწარედ, გიტყდებათ ხოლმე. რაც თქვენა ხართ, იმაზე გაცილებით უკეთესი სპორტი ნაღდად გვაქვს.
odala
01 ოქტომბერი 2013 11:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული