შაბათს "ემპოლი" "რეჯინას" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. ლევან მჭედლიძე მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა პუჩარელის ნაცვლად, მაგრამ გუნდს ვერაფრით შეეწია.
ირაკლი შეყილაძე "ემპოლის" განაცხადში არ იყო. ქართველთა გუნდი 17 ქულით მეორე ადგილზეა.
* * *
რუსეთის I დივიზიონში "სკა-ენერგიამ" შინ 2:1 დაამარცხა "ბალტიკა". მასპინძელთა რიგებში გიორგი ნავალოვსკიმ 90 წუთი ითამაშა, გოგიტა გოგუა კი 86-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმართა კარს გიორგი
"ალანია" ქართველების გარეშე (მარცვალაძე და ხოჯავა ტრავმირებულები არიან) ეწვია "შინიკს" და 0:1 დამარცხდა. ამით ოსურმა კლუბმა ლიდერობა სარანსკის "მორდოვიას" გადააბარა, რომელმაც შინ 1:0 მოუგო მოსკოვის "ტორპედოს".
ახლად გამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში, ბუნებრივია, არ ყოფილა აკაკი ხუბუტია - ის ესპანეთშია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
ნალჩიკში ადგილობრივი "სპარტაკი" 0:0 დაუზავდა ტულის "არსენალს". დავით სირაძემ მასპინძელთა რიგებში 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გუჯა რუხაია სათადარიგო იყო.