თუმცა "ფუტბოლ ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მათე ღვინიანიძე ოპტიმიზმს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ თვეებია ხელფასი არ მიუღია.
- მათე, ბოლო დროს სულ "სევასტოპოლის" ფინანსურ კრიზისზე ლაპარაკობენ. მართლა ცუდადაა საქმე?
- მე ამისგან ტრაგედიას არ შევქმნიდი. დიახ, კლუბს ფეხბურთელებთან დავალიანება აქვს და ეს კარგი ვერ
მე, მაგალითად, მეგობარი მყავს "ოლიმპიაკოსში". გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ხანდახან 5 თვით უგვიანებენ ხელფასებს. გერმანიაში, "მიუნხენში" რომ ვთამაშობდი, ერთხელ პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, 6 თვით ხელფასის 20%-ზე უარი მეთქვა.
ჩვენ უნდა ვიყოთ ნამდვილი პროფესიონალები, უნდა ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ, დანარჩენი კი ხელმძღვანელობის საქმეა. იმედია, "სევასტოპოლის" ფეხბურთელები დამსახურებულ ხელფასებს მიიღებენ.
- რამდენი თვის დავალიანება აქვთ?
- სექტემბერ-ოქტომბრის, მაგრამ პრესაში აბუქებენ, თითქოს 1 წელია, ხელფასი არ აგვიღია!
- რას გეუბნებათ ხელმძღვანელობა?
- ისინი გვპირდებიან, რომ სიტუაცია გამოსწორდება. მე არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო მათ.
- ასეთ დროს ფეხბურთელები სხვა კლუბში წასვლაზე ფიქრობენ ხოლმე. თქვენ?
- არავითარ შემთხვევაში, ჩემს მომავალს ამ კლუბში ვხედავ. ვამაყობ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ და ბოლომდე დავიხარჯები.
- ამბობენ, ბოლო წაგება სწორედ ამ კრიზისის ბრალი იყოო...
- ალბათ ასეცაა. აურია პრესამ ბიჭებს თავი. მაგრამ მაინც არ მესმის: მე, ქართველი გავდივარ და ვიბრძვი და უკრაინელი რატომ უნდა აკეთებდეს ამას, თითქოს თავის კლუბს ამადლის კიდევაც. ამით ხომ ჩვენვე დამატებით პრობლემებს ვიქმნით.
- ამბობენ, "დინამოსთან" მატჩზე გუნდი არ გავაო...
- გამორიცხულია. შეიძლება ასეც ფიქრობენ, "სევასტოპოლი" "კრივბასისა" და "არსენალის" ბედს არ გაიზიარებს.
ასევე იხილეთ:
მათე ღვინიანიძე - საუკეთესო ჩამშლელი უკრაინის პრემიერლიგაში