აღშფოთებული ვარ ინციდენტის გამო, ფედერაციამ უხეში თამაშის წინააღმდეგ ზომები უნდა მიიღოს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემმა ვაჟმა ყბა მოიტეხა", - განაცხადა კახა ცხადაძემ მორიგი ბაქოური დერბის შემდეგ, რომელიც კვლავ მოიგო "ინტერმა". "ნეფთჩის" 3:1 დამარცხების შემდეგ, სტუმრად "ბაქი" 1:0 დაამარცხა.
გამოვარჩევთ რამდენიმე ფაქტს: 3 ქულა გუნდს გიორგი ლომაიამ შეუნარჩუნა, როცა
ალექსანდრე იაშვილი მატჩის ბოლოს დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს, ხოლო ლაშა სალუქვაძე ისევ არ იყო განაცხადში, ქართველი მცველი ტრავმირებულია. "ინტერმა" უშუალო კონკურენტს გადაუსწრო ცხრილში და 23 ქულით უკვე მე-4 ადგილზეა.
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" ქულები და ლიდერობა დააკარგვინა "ყარაბახს" - 0:0. სტუმართა რიგებში 71-ე წუთამდე ითამაშა ნიკოლოზ გელაშვილმა. "ყარაბახი" 30 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო "სიმურგი" 19 ქულით მეექვსეა.
"ჩვენ ძალიან საინტერესო ბრძოლის მომსწრენი გავხდით. "სიმურგსაც" და მეტოქესაც შეეძლო გატანა". - განაცხადა ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე.
ასევე იხილეთ:
ლომა, იაშკა, ბევრი შაფა და ტემპი... რაც ქართულ ფეხბურთს ასე აკლია