სწორედ ბერგმა შეცვალა იან ურბანი, რომლის ხელმძღვანელობითაც, მართალია, პოლონეთის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ ევროპალიგაზე სრული ფიასკო განიცადა.
პოლონეთის ჩემპიონატში თებერვლამდე შესვენებაა. ლადო დვალიშვილი 9 გოლით ერთ-ერთი მოწინავეა, ის სულ 2-2 გოლით ჩამორჩება დაწინაურებულ პაველ ბროჟეკსა და მარკო პაიშაოს.
პოლონელებმა გამოითვალეს და ჩემპიონატში ლადოს ყოველ 128 წუთში გააქვს გოლი, ეს კი ლუკ ტეოდორჩიკთან ერთად საუკეთესო შედეგია.
***
მწვრთნელი
ბერდიევი ამ პოსტს 2001 წლიდან იკავებდა და ამ პროვინციულ კლუბს 2-ჯერ მოაგებინა ჩემპიონატი. ახლა "რუბინი" მე-11 ადგილზეა, თუმცა ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა. ბოლო დროს ბერდიევი ენდობოდა ახალგაზრდა ქართველ მცველს და ხშირად ათამაშებდა სასტარტო შემადგენლობაში.
ბერდიევის პოსტზე მთავარი კანდიდატი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის თავკაცი ეუსებიო საკრისტანია.
ასევე იხილეთ:
"ლეგიამ" ლადო დვალიშვილის შემცვლელი შეარჩია?