ლადო დვალიშვილს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

AutoSharing Option
2014 წლის 1-ლი იანვრიდან ლადო დვალიშვილის ვარშავის "ლეგიას" ახალი მწვრთნელი ეყოლება - ნორვეგიელი ჰენინგ ბერგი. ფეხბურთელობისას ბერგს "ბლექბერნ როვერსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" უთამაშია.

სწორედ ბერგმა შეცვალა იან ურბანი, რომლის ხელმძღვანელობითაც, მართალია, პოლონეთის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ ევროპალიგაზე სრული ფიასკო განიცადა.

პოლონეთის ჩემპიონატში თებერვლამდე შესვენებაა. ლადო დვალიშვილი 9 გოლით ერთ-ერთი მოწინავეა, ის სულ 2-2 გოლით ჩამორჩება დაწინაურებულ პაველ ბროჟეკსა და მარკო პაიშაოს.

პოლონელებმა გამოითვალეს და ჩემპიონატში ლადოს ყოველ 128 წუთში გააქვს გოლი, ეს კი ლუკ ტეოდორჩიკთან ერთად საუკეთესო შედეგია.

***
მწვრთნელი
დაკარგა კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა საბა კვირკველიამ - "რუბინის" თავკაცი ყურბან ბერდიევი თვით თათრეთის პრეზიდენტის მითითებით მოხსნეს, ისევე, როგორც მოხსნეს კლუბის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი.

ბერდიევი ამ პოსტს 2001 წლიდან იკავებდა და ამ პროვინციულ კლუბს 2-ჯერ მოაგებინა ჩემპიონატი. ახლა "რუბინი" მე-11 ადგილზეა, თუმცა ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა. ბოლო დროს ბერდიევი ენდობოდა ახალგაზრდა ქართველ მცველს და ხშირად ათამაშებდა სასტარტო შემადგენლობაში.

ბერდიევის პოსტზე მთავარი კანდიდატი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის თავკაცი ეუსებიო საკრისტანია.

ასევე იხილეთ:
"ლეგიამ" ლადო დვალიშვილის შემცვლელი შეარჩია?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული