ბაჩანა არაბული ესპანეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
ახალ წლებზე ბაჩანა არაბული ესპანეთში გაემგზავრა - სიახლე "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გვითხრა.

"საბურთალო" სეგუნდა დივიზიონის "ალკორკონთან" თავდამსხმელის ერთწლიან იჯარაზე 31 აგვისტოს შეთანხმდა, მაგრამ თამაშს ვინ ჩივის, 18 წლის ფეხბურთელი ესპანეთშიც ვერ ჩადიოდა.

არაბულის თამაშს ხელს მოქალაქეობის გამო წარმოქმნილი სავიზო პრობლემა უშლიდა - ესპანეთში, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ქართველ მოთამაშეებზე შრომის ვიზას ხანგრძლივი და რთული პროცედურების შემდეგ გასცემენ. ამის გამო რამდენიმე ჩვენებური დაბრკოლდა და პირინეებზე თამაში არ ეღირსა - გაიხსენეთ თუნდაც რამდენიმე წლის წინ "ლევანტეში" ლევან ყენიას ჩაშლილი ტრანსფერი.

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილ კაპიტანს (რომლის ტრანსფერიც "საბურთალოს" ეკუთვნის) შრომის ვიზა მხოლოდ დეკემბერში მისცა. ამ დროისთვის იჯარის ვადა სანახევროდ დასრულებული იყო.

მაგრამ ესპანურ კლუბს არაბულზე უარი მაინც არ უთქვამს, ხოლო ბოლო ინფორმაციით, ესპანელებმა ქართველი თავდამსხმელი უკვე განაცხადში შეიყვანეს.

5 იანვარს "ალკორკონმა" მადრიდში "ბარსელონა II"-ს უმასპინძლა და ბაჩანა შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული