თავიდან ის რიგის "სკონტოში" გაუშვეს. შარშან დვალი 18 წლის გახდა, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზეც ითამაშა და "რედინგმა" ქართველისადმი ინტერესი ოფიციალური შეთანხმებით დაადასტურა.
შემდეგ მან ტრავმა მიიღო და სანაკრებო მატჩები გამოტოვა, თუმცა ახლა ინგლისშია და "რედინგის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს. რაც მთავარია, ტრავმა უკვე წარსულს ჩააბარა და იმედიანადაა განწყობილი.
- როგორც შევიტყვეთ, ინგლისში უკვე ჩახვედით...
- დიახ, უკვე ერთი თვეა, რაც ვარჯიში
ჯერჯერობით "რედინგის" მთავარ გუნდში თამაშის უფლება არ მაქვს.
- შრომის უფლება ხომ მიიღეთ?
- მივიღე, მაგრამ დეტალებია მოსაგვარებელი. 14 იანვარს კიდევ ერთი საკონტროლო მატჩია და ჩემი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.
- რა დარჩა გადასაწყვეტი?
- გადასაწყვეტია, სად მათამაშებენ. დიდი ალბათობაა, რომ "რედინგმა" ისევ გამანათხოვროს, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა მივიღო. მაგალითად, "სკონტოში" გატარებულმა პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა. გუნდში ლატვიის ნაკრების 6 მოთამაშე იყო და მე სულ ძირითად შემადგენლობაში ვხვდებოდი. თამაზ პერტიასა და ირაკლი კლიმიაშვილისგან ბევრი რამ ვისწავლე.
- რომელ გუნდში გიშვებენ?
- ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ რამდენიმე ვარიანტი უკვე არის.
- "სკონტოში" ხომ არ ბრუნდებით?
- ეს ჩემთვის მისაღები და კარგი ვარიანტია, მაგრამ არა მგონია, ისევ "სკონტოში" დამაბრუნონ. მითხრეს, ევროპაში უკეთეს ლიგასა და გუნდში ითამაშებო. კარგი იქნება, ბელგიაში ან ჰოლანდიაში გამიშვან. იქ ჩემი ასაკის ფეხბურთელი მართლაც ბევრს ისწავლის და გაიზრდება.
- ტრავმა საბოლოოდ მოირჩინეთ?
- ამის გამო თითქმის 4 თვე გამიცდა, მაგრამ ახლა მხოლოდ უმნიშვნელო ტკივილები მაწუხებს. სერიოზული კი არაფერია და თავს კარგად ვგრძნობ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"