ამირან სანაიამ ფრანგულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში (ნასიონალ ლიგა) "ლუზენაკმა" სტუმრად 2:0 მოუგო "პერონასს".

ამ შეხვედრაში სტუმართა მეორე გოლი მცველ ამირან სანაიას ანგარიშზეა. ეს 57-ე წუთზე მოხდა.

"ლუზენაკი" 38 ქულით პირველ ადგილზეა და ლიგა 2-ში გადასვლის სერიოზული კანდიდატია.

რაც შეეხება სანაიას, ეს ქართველი მცველის პირველი გოლია ფრანგულ კარიერაში. აქამდე ის "ლე მანში" და "ბასტიაში" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული