ქართველი ფეხბურთელი რუსეთში მაინც არ შეუშვეს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქართველ ფეხბურთელ ლაშა გვალიას რუსულ "ურალში" თამაში არ უწერია.

ეკატერინბურგში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ხარლოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას ქართველ სპორტსმენს არ მისცემენ.

"ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან. მართალია, აქაური ქართული დიასპორა ურთიერთობის აღდგენის მომხრეა, მაგრამ ფედერალური უწყების პოზიცია უცვლელია.

რუსეთში უკვე იყიდება ქართული ღვინო, ქართველი სპორტსმენები დათანხმდნენ ოლიმპიადაზე გამოსვლას. იმედია, მომავალში ესეც შეიცვლება"
, - განაცხადა ხარლოვმა.

შეგახსენებთ, რომ "ურალმა" ლაშა გვალიასთან კონტრაქტი ჯერ კიდევ სეზონის წინ გააფორმა, მაგრამ ფეხბურთელს მაშინ რუსეთში შეშვების უფლება არ
მისცეს.

ახლახან "ურალი" დუბაიში ემზადებოდა და გუნდთან ერთად იყო ლაშაც. კვიპროსში მან შეიძლება ითამაშოს კიდევაც, მაგრამ კლუბი იძულებულია, ფეხბურთელი ან იჯარით გაასხვისოს, ან ტრანსფერზე დააყენოს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში შეიძლება ჩაირიცხოს დავით თარგამაძე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული