დავით დევდარიანი: ბურთს "ზესტაფონი" ფლობდა, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ

AutoSharing Option
დანიური "ორჰუსისთვის" ჩემპიონატის განახლების წინ გენერალური რეპეტიცია "ზესტაფონთან" მატჩი იყო, რომელიც "ორჰუსმა" 2:1 მოიგო. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი ქართველთა კარში "ორჰუსის" ქართველმა ლეგიონერმა დავით დევდარიანმა გაიტანა. გოლი ულამაზესი გამოდგა, შორეული დარტყმით.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ "ზესტაფონს" სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, უბრალოდ, დანიელებმა თითქმის ყველა შანსი გამოიყენეს, რაც მიეცათ. ამ შეხვედრაში "ორჰუსის" რიგებში ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა 20 წლის დავით სხირტლაძემ, დევდარიანი მას მარჯვენა ფლანგიდან ეხმარებოდა. კიდევ ერთი ლეგიონერი მათე ვაწაძე კი ტრავმას მკურნალობს.

მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა მცირე ინტერვიუ მისცა "ორჰუსის"
ოფიციალურ საიტს:

- ვფიქრობ, გუნდმა კარგად წარმოაჩინა თავი "ზესტაფონთან" მატჩში. დროთა განმავლობაში უკან დახევაც გვიხდებოდა, რადგან ბურთს მეტოქე უფრო აკონტროლებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მთავარია. ეს გამარჯება ჩვენ რწმენას შეგვმატებს "კოპენჰაგენთან" მატჩის წინ.

- მარჯვენა გარემარბის პოზიცია თქვენთვის მისაღებია?
- დიახ, ვფიქრობ, ნორმალურად გავისარჯე. არადა, ამ პოზიციაზე მხოლოდ მეორედ ვთამაშობდი ტრავმის მერე. ვარჯიშზე მცირე ტრავმა მივიღე, თუმცა ამის მიუხედავად, 60 წუთი თამაში შევძელი. ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ და უკვე მომავალ მატჩზე ვფიქრობ.

- თქვენ დიდებული გოლი გაიტანეთ, თანაც, თანამემამულეების წინააღმდეგ...
- მნიშვნელობა არა აქვს, ვის ეთამაშები. რა თქმა უნდა, არც მეტოქეს მოეწონებოდა, რომ მე გავიტანე გოლი, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ. ჩემთვის ყველა გოლი კარგია, ერთმანეთისგან არ ვანსხვავებ.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველმა დანიის ჩემპიონატში 8 თამაშში 2 გოლი გაიტანა. 23 თებერვალს მე-7 ადგილზე მყოფი "ორჰუსი" "კოპენჰაგენს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული