გიორგი ჭანტურია ევროპის 13 "ლიონელ მესის" შორის მოხვდა

AutoSharing Option
uefa.com-მა 13 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაც ევროპის ამა თუ იმ რეგიონში ლიონელ მესის ამსგავსებენ.

წავიდა ის დრო, როცა ახალგაზრდა ლეო მესის მომავალ დიეგო მარადონას უწოდებდნენ, ახლა მსოფლიო ფეხბურთში სწორება სწორედ მესიზეა. ლამის ყოველ ახალ ტალანტს ახალ მესის უწოდებენ.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა ევროპის 13 "ლიონელ მესი" და მათ შორის, არნემის "ვიტესის" ქართველი ლეგიონერი გიორგი ჭანტურია...

ბულგარელი მესი - რუსლან დიმიტროვი
"სლავიას" ფეხბურთელი... მცველია! მას ბულგარელი მესი ლეოსთან გარეგნული მსგავსების გამო შეერქვა და შერჩა.

ალბანელი მესები - ჯერდან შაჩირი და ადნან
იანუზაი
არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ალბანეთს სინამდვილეში, თუმცა "ბაიერნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავები წარმოშობით სწორედ ალბანელები არიან.

რუმინელი მესი - გაბრიელ ტორიე
თავიდან მისი მეტსახელი იყო "ჯუჯა" (სიმაღლეში 167 სმ), "ტიმიშოარაში" თამაშისას 16 წლის ტორიეს უკვე რუმინელი მესი შეარქვეს.

ბერძენი მესი - იანის ფეტფაციდისი
ამ შემთხვევაში ტექნიკურ მსგავსებაზე მეტად ფეტფაციდისს მესისთან დაბალი ტანი აახლოებს. თავად ფეხბურთელი ბერძნულ მედიას სულ ეწინააღმდეგება, ნუ მეძახით მესის, ის უნიკალურიაო...

ადრეატიკის მესი - ლორენცო ინსინიე
"ნაპოლის" შემტევს "პესკარაში" თამაშისას დიდებული შედეგიანობის წყალობით, ადრეატიკის მესი შეარქვეს. თუმცა ინსინიე უფრო ამბიციურია: "მესი დიდი ფეხბურთელია, თუმცა ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო დიეგო მარადონა. იმედია, მალე მეც გავხდები "ნაპოლის" მარადონა".

შოტლანდიელი მესი - რაიან გოლდი
"დანდი იუნაიტედის" აღზრდილმა ერთხელ ისეთივე გოლი გაიტანა, როგორიც მესიმ "ხეტაფეს" კარში. გოლდი თამაშის მანერითაც წააგავს ლეოს.

მაკედონიელი მესი - ივან ნასტევსკი
ტანდაბალი, უაღრესად ტექნიკური. მოკლედ, ესეც მესია.

ჩეხი მესი - ვაცლავ პილარი
ჩეხი ტალანტი, რომელსაც მოსწონს, როცა მესის ადარებენ, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფიზიკურ კონსტრუქციაში მსგავსებაა - "მესი მხოლოდ ერთია".

გერმანელი მესი - მარიო გიოტცე
მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავს ცალკე წარდგენა არ სჭირდება. ერთხელ გიოტცემ ასეთ შედარებაზე უცნაური პასუხი გასცა: "გერმანელი მესი? სჯობს გერმანიის კრიშტიანო რონალდო".

ებრაელი მესი - გაი ასულინი
ებრაული ფეხბურთის უდიდესი ტალანტი, რომელსაც მოძრაობების და ფინტების კასკადი მესისას მიუგავს.

ქართველი მესი - გიორგი ჭანტურია
20 წლის ქართველი, რომელსაც "ლა მასიას" სკოლა აქვს გავლილი. "ბარსას" ჭაბუკთა გუნდებში მას 11 გოლი აქვს გატანილი.

ხორვატი მესი - ალენ ჰალილოვიჩი
17 წლის ფეხბურთელის დამატება თავად "ბარსელონას" სურს. ამბობენ, ხორვატულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი აქამდე არ დაბადებულაო...
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყენია გამოგრჩათ-კარპატელი მესი.
isaka
18:25 17-02-2014
0
აგერ არ ყოფილა მესები ქეცბაიას რომ უნდოდა:)
0

სიახლეები პოპულარული