"კახა ცხადაძე და მისნაირები უნდა ხვდებოდნენ, რომ პურს აზერბაიჯანი აჭმევთ!"

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის XII ტურში ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, ლენქორანის "ხაზარს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

თამაშის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა, რომელიც ქართველ სპეციალისტს უკავშირდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცხადაძემ მეტოქე გუნდისა და გულშემატკივრების მისამართით უხამსი ჟესტი შეასრულა, რისთვისაც "ხაზარის" სპორტულ დირექტორთან, იუნის ჰუსეინოვთან მოუხდა "საქმის გარჩევა". ადგილობრივი საიტების ცნობით, ინციდენტში პოლიციაც ჩაერია.

რა და როგორ იყო სინამდვილეში, ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ მომხდარზე ცხადაძისა და ჰუსეინოვის კომენტარებს შემოგთავაზებთ. განსაკუთრებით კი, ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო პირველ რიგში,
მისი მთქმელისთვისაა...

"ვერ მივხვდი, რატომ აჩვენა ცხადაძემ ის ჟესტი მატჩის მიწურულს. დღეს "ინტერმა" მოიგო და ვულოცავ. რა საჭირო იყო ასეთი პროვოკაციები?

ისეთები, როგორიც კახაბერ ცხადაძეა, უნდა ხვდებოდნენ, რომ პურს აზერბაიჯანი აჭმევთ და აქ მსგავს ჟესტებს არ უნდა აკეთებდნენ. ეს საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

მინდოდა ცხადაძისთვის ამ ყველაფრის ახსნა, მაგრამ მან ჩემკენ მუშტებით გამოიწია. რატომ ვაძლევთ ასეთ ხალხს ამდენის უფლებას?" - აქვეყნებს ჰუსეინოვის ნათქვამს azerifootball.com-ი.

იგივე გამოცემა კახას კომენტარსაც აქვეყნებს ასეთი სათაურით: კახა ცხადაძემ უკან დაიხია.

"ტრიბუნებსქვემოთ ოთახში, იუნის ჰუსეინოვისა და "ხაზარის" სხვა წარმომადგენლებისგან გაკვეთილის მიღების შემდეგ, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე სულ სხვანაირად ალაპარაკდა:

"ჩემი ჟესტი მხოლოდ სიხარულის გამოხატულება იყო და ის მიზნად მეტოქის შეურაცხყოფას სულ არ ისახავდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ "ხაზარს" და არასდროს შეურაცხვყოფ არც ამ კლუბს და არც მის გულშემატკივრებს. უბრალოდ, ჩემი ჟესტი არასწორად აღიქვეს და არაა საჭირო, ბუზის აქლემად გადაქცევა..."

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: კახა ცხადაძე პოლიციამ გააშველა, გიორგი ჩიხრაძემ "ნეფთჩი" დასცა
მკითხველის კომენტარები / 15 /
მოკლედ და კონკრეტულად, აზერბაიჯანში მომუშავე ნებისმიერმა მწვრთნელმა აზერბაიჯანელი არც მწვრთნელის, არც სპორტული დირექტორის და საერთოდ აზერბაიჯანელის მიმართ უკმაყოფილება არ უნდა გამოთქვანო, მიუხედავად ამ უკმაყოფილების მიზეზისავოოოო.... იცოდეთ, რომ აქ ჩვენ გაჭმევთ პურსო და თუ უკმაყოფილო ხართ აი დარდიოოო.... კეთილი ინებეთ და ეგ თქვენი უკმაყოფილება ერთ ადგილას გაიკეთეთოოოო... აზრზე ხართ რა დონის დამცირებაა?
გულშემატკივარი
21 ნოემბერი 2014 17:24
0
რუსები ხო გვაჭმევდნენ პურს მთელი ცხოვრება თურმე ეხლა აზერები გვაჭმევენ ერთი ნავთი არ ქონდეთ მაგათ და შესაბამისად ფული მერე ნახავდნენ რას იბლატავსბდნენ
მერაბი ლოლომაძე
21 ნოემბერი 2014 16:06
0
უინტელექტო მასის კონგლომერატს? ასეთ კომენტარს რომ გააკეთებს ადამიანი, იმის მწვრთნელობა(ჟურნალისტობაც) რა დონისაა, არაა რთული წარმოსადგენი. ამ საქმე(ებ)ს ახლოს არ უნდა გააკარონ!
აზერბაიჯანს -ნავთობი=?
21 ნოემბერი 2014 15:28
0
ძაან ცუდ დღეშია - "მასის" აზროვნების დონე. "ხაზარის" მწვრთნელიც და ჟურნალისტიც(თავისი რედაქციითურთ), ამ "მასის" ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია... პ.ს.და ასევე, ზალიან მნიშვნელოვანი - კომპლექსები(!) ქართველების მიმართ. ამას, ეტყობა, კარგა ხანს ვერ მოიცილებენ ...
აზერბაიჯანს ბევრი ფული აქვს, მაგრამ
21 ნოემბერი 2014 15:23
0
ეს უინტელექტო აზერი რო მაგას იტყვის. ფუფ. წავიდეს 2ჯერ2 ისწავლოს და მერე ილაპარაკოს. ცხადაძე პურს ყველგან შეჭამს თვითონ იკითხოს. შეიძლება არასწორად მოიქცა ცხადაზე მაგრამ ამ სიტყვებით ამ მამედამ ქართველ კაცს მიაყენა სეურაცხყოფა და არა ცხადაძეს
chiko
21 ნოემბერი 2014 14:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული