აზერბაიჯანული "აზერიფუტბოლის" ვერსიით, იქაური პრემიერლიგის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ბაქოს "ინტერის" გამოცდილი ქართველი უკანახაზელი ალეკო ამისულაშვილი მოხვდა.
"ინტერმა" ბოლო ტურში "ბაქის" 1:0 მოუგო. აზერბაიჯანული მედიის მტკიცებით, "ინტერმა" გოლი რომ არ გაუშვა, სწორედ ქართველის დამსახურებაა.
კახა ცხადაძის "ინტერს" აზერბაიჯანის ჩემპიონატში 21 ქულით მესამე ადგილი უჭირავს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.