ბუბა დაუშვილი: გამორიცხული არც წასვლაა და არც "კარპატიში" დარჩენა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა ლვოვის "კარპატიში" სეზონის პირველი ნაწილი დაასრულა და ახლა თბილისშია.

როგორც ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, ადვილი შესაძლებელია, დაუშვილი მალე ერთ-ერთ რუსულ გუნდში გადავიდეს. ამავე დროს, მას სხვა შეთავაზებებიც აქვს.

ზაფხულში რუსული პრემიერლიგის ბინადარ "უფაში" დაუშვილის გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო, თუმცა მაშინ ტრანსფერი სავიზო პრობლემების გამო ჩაიშალა. ახლა შესაძლებელია, "უფას" ვარიანტი კვლავ აქტუალური გახდეს.

რა იქნება ამჯერად? "ლელო" თბილისში მყოფ დაუშვილს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა, სად გააგრძელებს კარიერას.

"ამ დროისთვის ჩემი
მომავლის თაობაზე ზუსტად არც მე ვიცი. ერთი კვირის განმავლობაში უნდა გაირკვეს ყველაფერი.

ამ ეტაპზე, გამორიცხული არც წასვლაა და არც "კარპატიში" დარჩენა", - გვითხრა საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა.

ლვოვურ კლუბს საუკეთესო დროება არ უდგას. გუნდს ქულები დააკლეს, თუმცა ბოლო მატჩებში "კარპატიმ" შედეგები გააუმჯობესა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფს ახლა 4 ქულა აქვს.

დაუშვილს გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ვკითხეთ:

"იყო სირთულეები, მაგრამ "კარპატიში" უკვე ყველაფერი კარგადაა, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც", - გვიპასუხა 25 წლის ფეხბურთელმა, ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 23 მატჩი ჩაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული