"ქართველს "ომონიაში" განუცხადეს, რომ მწვრთნელის გეგმებში აღარ ჯდებოდა. გრიგალაშვილს არ აკმაყოფილებდა შეზღუდული სათამაშო დრო, ასე რომ, წასვლა თავადვე სურდა", - წერს kerkida.net-ი.
სხვათა შორის, გრიგალაშვილის დამატება მარტო კვიპროსში სამ კლუბს სურს. თანაც, სამივე მოწინავე ექვსეულის წევრია. იმავე წყაროს ინფორმაციით, შოთას ქუთაისის "ტორპედოც" იწვევს.
შეგახსენებთ, რომ შოთა გრიგალაშვილს თბილისის "დინამოში", "ბორჯომში", "მესხეთში", "ზესტაფონში", რუსულ "ალანიასა" და "სკა-ენერგიაში", აგრეთვე, კვიპროსულ "ანორთოსისში" უთამაშია. მან
ახალ სეზონში მან "ომონიას" მაისური 9-ჯერ მოირგო, გოლი არ გაუტანია.