კახა ცხადაძე VS შოთა არველაძე - ვინ აჯობებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პირველ ივნისამდე შეთავსებით ბაქოს "ინტერსაც" გაწვრთნის, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაემშვიდობება და მთლიანად ჩვენს უპირველეს გუნდზე იქნება კონცენტრირებული.

"ინტერის" თავკაცის რანგში ცხადაძისთვის ეს ზედიზედ მეექვსე სეზონია. წინა ხუთის მსგავსად, დედაქალაქური გუნდი ამჯერადაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.

ახლა აზერბაიჯანის პირველობაზეც შესვენებაა. ჩვენს სამეზობლოში სეზონი იანვრის ბოლოს განახლდება. შეგახსენებთ, რომ ცხადაძისა და მისი ასისტენტის, ზაურ სვანაძის მიერ დამოძღვრილმა "ინტერმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ "ყარაბაღს".

ახალი სეზონისთვის
სამზადისი "ინტერმა" 2 იანვარს დაიწყო. ანტალიაში გუნდი 23 იანვრამდე დაჰყოფს. თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად არიან "ინტერის" ქართველი ლეგიონერებიც - 35 წლის გიორგი ლომაია, 33 წლის ლაშა სალუქვაძე, 32 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი და 27 წლის ბაჩანა ცხადაძე; ასევე, ფეხბურთის ქართველ ქომაგთათვის კარგად ნაცნობი ესპანელი ნახევარმცველი, 32 წლის მიკელ ალვარო, რომელიც, სხვათა შორის, პირველი ეტაპის შემდეგ აზერბაიჯანის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა.

"ინტერი" ანტალიაში ექვს საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 8 იანვარს თურქეთის მეორელიგელ "ინეგელსფორს" წაესპარინგება, 13 იანვარს - გერმანულ "კოტბუსს", 14 იანვარს - ყაზახურ "ქაირათს", 17 იანვარს - თურქულ "ქასიმფაშას", 20 იანვარს - უკრაინულ "მეტალისტს".

ბოლო საკონტროლო მატჩი 23 იანვარსაა დაგეგმილი, თუმცა მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ამ სპარინგების ჩამონათვალში ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, "ინტერისა" და "ქასიმფაშას" საკონტროლო მატჩი იქნება: კახა ცხადაძე თავის ყოფილ თანაგუნდელსა და დღესდღეობით თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს უნდა დაუპირისპირდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინ აჯობებს ეს უნდა ვნახოთ და ვილაპარაკოთ მას შემდეგ როცა შევძლებთ ამ და სხვა ადამიანების ჩვენს ჩემპიონატში დასაქმებას. დარწმუნებული ვარ ფეხბურთი საქართველოში სწორი მიდგომით აღმავლობის გზაზე დადგება. მოსახლეობა როგორც კი იგრძნობს აღმავლობას მაშინვე სტადიონები გაივსება და შესაბამისად ბევრი არსებული ფინანსური პრობლემაც მოიხსნება.
soso
13 იანვარი 2015 12:17
0
ყველაფერს ეშველება, მთავარია ჩემპიონატში იმდენი გუნდი იყოს რამდენის ნორმალურად დაფინანსებას შევძლებთ. თუ სახელმჭიფო შესძლებს საქმის გაყინული წერტილიდან დაძვრას ინვესტორები და დაინტერესებული პირები მალევე გამოჩნდებიან, მთავარია სახელმწიფომ ამ საქმეს იმპულსი მისცეს. ფეხბურთით საქართველოში ისევე, როგორც სხვა ქყეყნებში ბიზნესი უნდა დაინტერესდეს სხვაგვარად არაფერი გამოვა და ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, რომელიც ჩემის ატრით ჯერჯერობით ძალიან პასიურია. ამის შემდეგ ჩემპიონატი გაძლიერდება და კახიც და შოთაც და სხვებიც შეძლებენ საქმის კეთებას. თუ ფეხბურთემა ოჯახისათვის ლუკმა პურზე იFიქრა ის ვერაფერს Vერ გააკეთებს. ენთუზიაზმი მარტო საქმეს არ უშველის. საჭიროა საქმეს მიუდგეთ რეალურად.
soso
13 იანვარი 2015 12:11
0
ქართული ფეხბურთი ისეთივე კრიზისშია
როგორც ეკონომიკა, თუ ეშველება ეკონომიკას ეშველება ფეხბურთსაც, მანამდის ვიყოთ სათვალავში და ეგ არის,
ცხადაძე კი არა ფეოლა რომ გააცოცხლოთ
და მოიყვანოთ ისიც ვერ უშველის მაი
საქმეს ბატონებო,,,,,,,,,,,
megzuri
07 იანვარი 2015 02:42
0
გაგა, არაა მოსაწონი თქვენი საქციელი. ძმები არველაძეები ქართული ფეხბურთის ავანგარდში დამსახურებულად იყვნენ. შოთა არველაძის გამოჩენამდე ტრაბზონში ფეხბურთზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, შოთას შემდეგ კი (მისი დამსახურებით) ყველა მატჩი თურქების ზეიმი იყო ამის თვითმხილველი არა ერთჯერ ვყოფილვარ. რატომღაც ზოგ კომენტატორს ჰგონია, რომ მისი პიროვნება მკაცრადაა გასაიდუმლოებული და საკუთარ ბოღმას უხვი დოზებით ანთხევენ. ეს პიროვნებები საკუთარი ეგოიზმის წყალობით, საკუთარ ბოღმაში იღრჩობენ თავს.
a
06 იანვარი 2015 22:31
0
არველაძეებო დაანებეთ ქართულ ფეხბურთს თავი
gaga
06 იანვარი 2015 20:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული