17 იანვარს ოფი "ვერიას" ესტუმრება. gazzetta.gr-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ლორია 100%-ით მზად ჯერ არ არის, ამ შეხვედრაში კრეტელთა კარს დაიცავს.
ფიფას რეკომენდაციით, ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდს 6 ქულა ჩამოაკლეს. ახლა გუნდი გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზეა 14 ქულით.
"პანაითოლიკოსთან" თამაშში (1:3) ოფი გასვლას არ აპირებდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ნიკოს მახლასმა 126 ათასი ევრო გაიღო და მხოლოდ ამის შემდეგ ითამაშა გუნდმა.
ასევე იხილეთ:
აქ ფანების მხარდაჭერა მაჩერებს! - გიორგი მერებაშვილს ოფი-ს პრეზიდენტთან