ლორიას და მერებაშვილის გუნდში ფინანსური კრიზისია, ოფი-ს 6 ქულა დააკლეს!

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ბერძნულ ოფი-ში სერიოზული ფინანსური კრიზისია.

17 იანვარს ოფი "ვერიას" ესტუმრება. gazzetta.gr-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ლორია 100%-ით მზად ჯერ არ არის, ამ შეხვედრაში კრეტელთა კარს დაიცავს.

ფიფას რეკომენდაციით, ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდს 6 ქულა ჩამოაკლეს. ახლა გუნდი გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზეა 14 ქულით.

"პანაითოლიკოსთან" თამაშში (1:3) ოფი გასვლას არ აპირებდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ნიკოს მახლასმა 126 ათასი ევრო გაიღო და მხოლოდ ამის შემდეგ ითამაშა გუნდმა.

ასევე იხილეთ:
აქ ფანების მხარდაჭერა მაჩერებს! - გიორგი მერებაშვილს ოფი-ს პრეზიდენტთან
შეხვედრა სურს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული