მურატ იაკინმა მოსკოვის "სპარტაკის" საკონტროლო მატჩში ჯანო ანანიძეც ათამაშა

AutoSharing Option
ესპანურ მარბელაში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იცავს, საკონტროლო მატჩი პოლონურ "ზავიშასთან" გამართა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.

30 იანვარს გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა თავის გამოჩენის საშუალება გუნდსი 22 ფეხბურთელს მისცა, მათ შორის ქართველ ჰავბეკსაც.

ჯანო მოედანზე მეორე ტაიმში, 71-ე წუთზე გამოჩნდა - ქართველმა თავისი მეგობარი არტიომ ძიუბა შეცვალა, ვისთან ერთადაც გასული სეზონი "როსტოვში" იჯარით გაატარა.

Sportall.Ge

პოლონეთის ჩემპიონატის ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდთან "სპარტაკმა" არცთუ კარგად ითამაშა. გამოსარჩევი ეპიზოდი, შეხვედრის დასრულებამდე 10
წუთით ადრე, ანანიძისა და სპარტაკელთა ფორვარდის იურა მოვსისიანის ეფექტურად გათამაშებული "კედელი" იყო. საბოლოო დარტყმას პოლონელთა მცველი გადაეფარა.

დღეს, 31 იანვარს "სპარტაკი" კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ბულგარულ "ლუდოგორეცთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანო, აბა შენ იცი, უკვე ასაკიც და გამოცდილებაც ხელს გიწყობს დიდი ფეხბურთი ითამაშო ევროპაში.
gizog
15:27 31-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული