გიორგი ლორია: ჩვენი აღარავის სჯეროდა, რამაც მოტივაცია გაგვიორმაგა

AutoSharing Option
საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ოფი-ს თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა კრეტულმა გუნდმა ითამაშა და სენსაციაც მოახდინა - 3:1 აჯობა პაოკ-ს.

გიორგი ლორიამ ბრწყინვალედ ითამაშა, ხოლო გიორგი მერებაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, რომ პაოკ-ი მე-2 ადგილზეა.

მატჩის შემდეგ ლორიამ gazzetta.gr-ს ვრცელი კომენტარი მისცა:

"ძველი გუნდის ბევრი ფეხბურთელი წავიდა, გუნდში რთული ვითარებაა. ამიტომ არავინ ფიქრობდა ჩვენს გამარჯვებაზე, ფრეზეც კი. ამან კი ჩვენს თავმოყვარეობაზე იმოქმედა და დამატებითი მოტივაცია გაგვიჩინა.

ასეთ კარგ თამაშს არც ველოდი, რადგან გუნდში ბევრი ახალი სახეა, მაგრამ
მათ ბრწყინვალედ ითამაშეს. მომენტები გვქონდა და დამსახურებულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ეს არ იყო შემთხვევითობა.

ეს მართლაც საოცრებაა, რასაც მივაღწიეთ. სიტუაცია გუნდში მართლაც ძალიან ცუდია, არ არის ფული, ბიჭები ენთუზიაზმით თამაშობენ. მადლობა მათ, მწვრთნელს და ფანებს.

რაც შეეხება ელიტაში ადგილის შენარჩუნებს, თუ ჩამოკლებულ 10 ქულას არ დაგვიბრუნებენ, ამაზე ლაპარაკი რთული იქნება. იმედი მხოლოდ ესაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხალხი, რომელიც კლუბის საქმეებს უძღვება, საუკეთესო გამოსავალს ნახავს.

პაოკ-ი საბერძნეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გუნდია, "ოლიმპიაკოსის" და "პანათინაიკოსის" მერე. ამიტომაც ბიჭები გაორმაგებული მოტივაციით თამაშობდნენ მათ დასამარცხებლად. ყოველი თამაში "დიდი გუნდების" წინააღმდეგ ფეხბურთელებს თამაშის სურვილს ჰმატებს. ეს იყო დიდი გამარჯვება.

სამწუხაროა, რომ ოფი წინა ხელმძღვანელობის შეცდომების გამო ისჯება. ფეხბურთელები კუთვნილ თანხას სამართლიანად ითხოვენ, ეს მათი უფლებაა.

ასე უნდა გავაგრძელოთ, ვიშრომოთ და ვიომოთ. მალე დერბი გველის "ერგოტელისთან", ფანები ელიან "პანათინაიკოსთან" თამაშსაც. ჩემთვის ყოველი თამაში ფინალია", - განაცხადა გიორგი ლორიამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ვინაა საქართველოს ნაკრები ყველაზე ნათელი წერტილი, !და არა ის ტრაბახა და ყეყეჩი ,,ამომავალი ვარსკვლავები ''
ბერჯავახი
17:08 05-02-2015
0
ბიჭებო ყოველ თქვენს ტამაშს თვალს ვადევნებ და რა თქმა უნდა გბალერშიკობთ.გენაცვალეთ შენ და მერებას.ჩვენი სახეები ხართ.ყოჩაგათ იყავით
wyneteli
18:56 05-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული