17:02 20-02-2015
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანში ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია ააგორეს
AutoSharing Option
"აზერიფუტბოლის" ინფორმაციით, მატჩის დროს ინციდენტი მოხდა, რომელშიც "ინტერის" ქართველი ლეგიონერი ბაჩანა ცხადაძეც მონაწილეობდა - ქართველმა ფორვარდმა წაქცეულ ფეხბურთელს ჩაარტყა, ხოლო ინციდენტში მამამისიც ჩაერთო და აზალ-ის ფეხბურთელს აგინა.
აღსანიშნავია, რომ სხვა არც ერთი აზერბაიჯანული წყარო ასეთ ინფორმაციას არ აქვეყნებს.
მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ ინციდენტის შესახებ კომენტარი გამოცემა "ექსტრა ტაიმთან" გააკეთა:
"ძალიან შეწუხებული ვარ ამ ინციდენტის გამო. უკვე გავაკეთე ოფიციალური განცხადება კლუბის საიტის მეშვეობით, მაგრამ მსურს, პრესასთან სიტუაცია განვმარტო - სამწუხაროდ, ჩემ წინააღმდეგ სპეციალური კამპანია მიმდინარეობს. გარკვეულ ძალებს სურთ, ყველაფერს ჩირქი მოსცხონ, რაც მე 6 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში გავაკეთე.
ჩემი დისკრედიტაცია სურთ საფეხბურთო საზოგადოების თვალში და ეს არ არის ლამაზი საქციელი.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მატჩის ბოლოს არანაირ ინციდენტში მონაწილეობა არ მიმიღია. ამბობენ, თითქოს ლაინსმენს შეურაცხყოფა მივაყენე. ეს ტყუილია. არ ვიცი, კიდევ როგორ დავამტკიცო სიმართლე, შემიძლია დავიფიცო.
ჩემ გვერდით აზალ-ის თავკაცი თარლან აჰმედოვი იმყოფებოდა და მას შეუძლია ჩემი სიტყვების დადასტურება. იმ დროს მეც და ისიც ფეხბურთელებს ვაწყნარებდით.
რაც შეეხება აზალ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს, სამწუხაროა, რომ ეს კაციც იმ სიაშია, რომელთაც ჩემი მუშაობისთვის ჩირქის მოცხობა სურთ.
არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ ამ ინციდენტის გამო. შესაძლოა, სულ არაფრის გამო დისკვალიფიკაციაც მომცენ, როგორც ეს "ხაზართან" მატჩის შემდეგ იყო. მე შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს.
ყველამ იცის, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ "ინტერიდან". ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი ვარ, რომელიც ამდენი ხანი აზერბაიჯანში მოღვაწეობს. მოვიგე პირველობა, სხვა ტიტულები და დიდ წარმატებას მივაღწიე კლუბის განვითარების მხრივ. არ ვიცი, ჩემი მოღვაწეობის ბოლოს რაში დასჭირდათ ეს კამპანია.
განა შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ჩემთან პრეტენზია? დილიდან საღამომდე ვმუშაობ. რაც უნდა მაკრიტიკონ, შეხედეთ - აზერბაიჯანის ნაკრებში ახალი თავკაცი მოვიდა და ეგრევე 6 ინტერელი გამოიძახა. ნუთუ ეს ჩვენი შრომის შედეგი არ არის? ამის გარდა, "ინტერის" ფეხბურთელები არიან ახალგაზრდულ ნაკრებებშიც. სამ ნაკრებში "ინტერმა" 14 ფეხბურთელი გააგზავნა!
ყოველთვის პატივს ვცემდი და ვცემ აზერბაიჯანს. არ მესმის, რატომ სურთ ჩემი "გაშავება". რა თქმა უნდა, დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება იდგეს ამ კამპანიის უკან, მაგრამ ფაქტების გარეშე ვერაფერს ვიტყვი.
ეს მათ სინდისზე იყოს. ერთი ვიცი, "ინტერი" მაინც მიაღწევს წარმატებას. ვიდგები თუ არა ტექნიკურ ზონაში, ეს ხელს ვერ შეგვიშლის, ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვებები.
სიმართლე ითქვას, არ ვიცი, როგორ დაიწყო ინციდენტი, არ დამინახავს, ვინ იყო ინიციატორი. მე გავიქეცი ჩემი ფეხბურთელების და თანაშემწეების გამოსაყვანად. ამას ყველა დაადასტურებს და კამერებზეც არის აღბეჭდილი", - განაცხადა კახა ცხადაძემ, რომელიც ბაქოს "ინტერის" თავკაცობასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა.
ფოტოზე: აზალ-ინტერი, ბაჩანა ცხადაძე (28 ნომერი)
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხოო საბა მაგარი იყო
0
0
რატომ სულ მაგას უგონებენ? საქართველოშიც ბევრჯერ მინახავს მოწინააღნდეგის ფეხბურთელებს და მაყურებელსაც რომ აგინებდი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული