ლეგიონი: დავით დარციმელიამ "სპარტაკუსის" მაისურით გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრული "სპარტაკუსის" (ნირედიჰაზა) ქართველმა ახალწვეულმა დავით დარციმელიამ ამხანაგურ შეხვედრაში "იბრანს" გაუტანა (4:2).

ჩვენებური ფორვარდი 46-ე წუთზე შევიდა მინდორზე და მოწინააღმდეგე თამაშის მიწურულს დაამწუხრა. არ უთამაშია "სპარტაკუსის" მეორე ქართველს, ზურაბ არზიანს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

სხვათა შორის, "სპარტაკუსმა" გასულ უქმეებზე უკვე ჩაატარა უნგრეთის ჩემპიონატის კალენდარული მატჩი, რომელშიც "პაკშს" დაუზავდა - 1:1. ამ შეხვედრაში ჩვენებურებს არ უთამაშიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ხსენებული მატჩი ჩემპიონატის პირველი წრიდან იყო გადმოტანილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული