ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემის წასვლა ბაქოს "ინტერს" დააზარალებს

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ აზერბაიჯანულ azerisport.com-თან ინტერვიუში აზალ-თან შეხვედრაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს გამართული აზალ-ის და "ინტერის" მატჩის (1:1) ბოლოს ორივე გუნდის ფეხბურთელებსა და წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აზერბაიჯანული წყაროები წერდნენ, რომ ინციდენტში ბაჩანა და მამამისი, "ინტერის" თავკაცი კახა ცხადაძეც მონაწილეობდნენ, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა ვიდეოგამეორებების საფუძველზე, მათი ინციდენტში მონაწილეობა უარყო.

ბაჩანას კითხვა იმაზეც დაუსვეს, დატოვებს თუ არა "ინტერს" ის მას შემდეგ, რაც მამამისი კლუბს დაემშვიდობება და მთლიანად საქართველოს ნაკრების საქმეებით დაკავდება.

- აზალ-თან ფრემ მნიშვნელოვნად დააკნინა
"ინტერის" საჩემპიონო ამბიციები?

- ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში რთულია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, თუმცა ფარ-ხმალის დაყრა არაფრით შეიძლება. წინ ორი შეხვედრაა "ყარაბაღთან". თუკი გვსურს, საუკეთესონი ვიყოთ, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

- რა მოხდა იმ თამაშის დასრულების შემდეგ?
- მატჩის ბოლო ერთობ აგრესიული გამოვიდა. ორივე გუნდი ხისტად თამაშობდა და ჯარიმებმაც იმატა. მე ნაჯათ გურბანოვთან უთანხმოება მომივიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლა.

- მიზეზი რა იყო?
- მან ჩვენს ფეხბურთელს დაუყვირა, რაზეც შენიშვნა მივეცი.

- მთავარი წინ იყო...
- საფინალო სასტვენის შემდეგ იბეკოიმ სეზარ მეზა კოლის ყველას თვალწინ დაარტყა. პირადად მე არავის შევხებივარ, რასაც აზალ-ის ფეხბურთელებიც დაადასტურებენ. ჩემსა და ნაჯათს შორის არაფერი მომხდარა, ის გასახდელში წავიდა.

- აზალ-ში ამბობენ, რომ ასეთი კონფლიქტები მაშინ ხდება, როცა "ინტერი" მოგებას ვერ ახერხებს...
- ჩხუბის ვიდეო არსებობს. იქ ყველაფერი ჩანს, რაც მოხდა. იბეკსის რომ არ დაერტყა კოლისთვის, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა.

კი ბატონო, ფეხბურთი ემოციური თამაშია და აზალ-შიც მართალს ამბობენ: ძალიან ვბრაზდებით, როდესაც ვერ ვიმარჯვებთ.

- ამბობენ, რომ ჩხუბში მამათქვენიც მონაწილეობდა...
- ის თარლან აჰმედოვთან ერთად ცდილობდა მოთამაშეთა დაწყნარებას.

- პირადად თქვენ არასდროს გიჩხუბიათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩებში?
- აქ ხუთი წელია ვცხოვრობ, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და დიდ პატივს ვცემ მას. აქ დავხვეწე თამაში და მივიღე საქართველოს ნაკრებში მიწვევა. მყავს უამრავი მეგობარი. ასეთ "გარჩევებში" კი მონაწილეობა არასდროს მიმიღია.

- ამბობენ, რომ კახაბერთან ერთად, "ინტერს" თქვენც დატოვებთ...
- მგონია, რომ მამაჩემის წასვლა "ინტერს" დააზარალებს. ძნელი იქნება გუნდის თავიდან აშენება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მწვრთნელიც სათანადოდ ამბიციური იქნება.

რა შეეხება ჩემს საკითხს, "ინტერთან" კონტრაქტი 2016 წელს მისრულდება და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანში ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია ააგორეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული