რიგის "სკონტოში" ლევან მახარაძე ჩაირიცხა

AutoSharing Option
13 მარტს ლატვიის ჩემპიონატში სტარტს იღებს ქართველი სპეციალისტის, თამაზ პერტიას რიგის "სკონტო". პირველ ტურში "სკონტო" "ლიეპაიას" ესტუმრება.

ჩემპიონატის დაწყების წინ "სკონტოში" უკრაინის მოქალაქე ქართველი ფეხბურთელი ლევან მახარაძე ჩაირიცხა.

21 წლის მცველს "დნიპროს" და "ილიჩევეცის" ახალგაზრდულ გუნდებში უთამაშია. უკრაინული მედია ადრე იტყობინებოდა, რომ მახარაძე შვედურ იფკ-ში გადადიოდა, თუმცა მცველმა საბოლოოდ არჩევანი ლატვიის ვიცე-ჩემპიონის სასარგებლოდ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ პერტიას გუნდში სხვა ქართველი აღარ ირიცხება. არადა, გასულ სეზონში ამ გუნდში ითამაშეს ლაშა დვალმა (32 თამაში, 3 გოლი) და ირაკლი კლიმიაშვილმა (28 თ, 1
გ.).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული