კახა ცხადაძის და გიორგი ჩიხრაძის გუნდები ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
13 მარტს აზერბაიჯანის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ლაშა კასრაძის აზალ-ი შინ 0:1 დამარცხდა ბაქოს "ნეფთჩისთან". ვინაიდან პირველი თამაში 0:0 დასრულდა, ნახევარფინალში აზალ-ის მეტოქე გავიდა.

ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, მას მატჩის მიწურულს შეეძლო გატანა, როცა სტუმართა მეკარემ თავის წინ მოიგერია ბურთი.

"ნეფთჩის" მეტოქე ნახევარფინალში კახა ცხადაძის "ინტერი" იქნება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში "ხაზარს" აჯობა.

"ხაზართან" საგარეო მატჩში "ინტერის" სასტარტოში ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ, რომელიც კახა ცხადაძემ მეორე ტაიმში შეცვალა. "ინტერმა" 3:0 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 5:0
იმარჯვა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგს" "გაბალასთან" სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული, ამიტომ საპასუხო მატჩი ფორმალობა იყო და 0:0 დასრულდა.

ნახევარფინალში "სიმურგი" ჩემპიონ "ყარაბაღს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული