"ქასიმფაშა" სტუმრად "კონიასთან" დამარცხდა - 1:2. სტუმართა რიგებში ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა.
მატჩის შემდეგ არველაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო:
"სეზონის მეორე ნახევარი კარგად არ აგვეწყო. ბიჭებს მადლობა გადავუხადე და გადავდექი, რადგან კარგი შედეგები არ გვაქვს. კლუბში ყველას მადლობას ვუხდი. აქ სამი შესანიშნავი სეზონი გავატარე. "ქასიმფაშას" მომავალში წარმატებას ვუსურვებ".
"ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ არველაძე სტამბოლურ გუნდს 2012 წლიდან