შოთა არველაძე: მადლობა "ქასიმფაშას", მე თანამდებობიდან მივდივარ

AutoSharing Option
13 მარტს გამართული, თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურის შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძისთვის.

"ქასიმფაშა" სტუმრად "კონიასთან" დამარცხდა - 1:2. სტუმართა რიგებში ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა.

მატჩის შემდეგ არველაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო:

"სეზონის მეორე ნახევარი კარგად არ აგვეწყო. ბიჭებს მადლობა გადავუხადე და გადავდექი, რადგან კარგი შედეგები არ გვაქვს. კლუბში ყველას მადლობას ვუხდი. აქ სამი შესანიშნავი სეზონი გავატარე. "ქასიმფაშას" მომავალში წარმატებას ვუსურვებ".

"ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ არველაძე სტამბოლურ გუნდს 2012 წლიდან
წვრთნიდა. მანამდე ის თურქეთში "ქაისერისფორს" ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ცჰამოდი დინამოში
დავითი
13:01 14-03-2015
0
რატო არ წერთ რო, თავის მოთამაშეებს მითითება მისცა გოლი გაეშვათ, სამართალი რო აღდგენილიყო? ვინაიდან თვითონ იმ დროს გაიტანეს როცა მეტოქე გაჩერდა რომ ტრავმირებული, ქასიმფაშელი ფეხბურთელისთვის დახმარება აღმოეჩინათ
giorgi
15:23 14-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული