ექსპერტები ანანიძეს "სპარტაკში" წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს" დერბიში (1:0), ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე მთავარი ცვლილება, რომელმაც შედეგზე იმოქმედა, სასტარტო შემადგენლობაში ნახევარწლიანი პაუზის მერე ჯანო ანანიძის გამოჩენა იყო.

საფეხბურთო ექსპერტები თანხმდებიან, რომ მურატ იაკინის ამ გადაწყვეტილებამ "სპარტაკს" დერბიში წარმატება მოუტანა - 22 წლის ქართველმა მოედანზე შეხვედრის დიდი დრო გაატარა და ბრწყინვალედ ითამაშა.

"სპარტაკის" ვეტერანი ვალერი რეინგოლდი: "ჯანომ, უბრალოდ, ფანტასტიკური მატჩი ითამაშა. ის მუდამ ამწვავებდა თამაშს, კარგ პასებს არიგებდა, ბურთს ჩინებულად ფლობდა და დრიბლინგიც კარგი შემოგვთავაზა. ქებათა ქება მურატ იაკინს, რომ ასეთ რთულ მატჩში ჯანო დააყენა
სასტარტოში და არა ესპანელი ხურადო, რომელიც ძალიან არასტაბილურია.

დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ჯანო საბოლოოდ ამოაგდებს ხურადოს შემადგენლობიდან. ქართველ ნახევარმცველს "სპარტაკისთვის" გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ახალგაზრდაა, მოტივირებულია და სურს "სპარტაკში" მაღალ დონეზე თამაში. თუ მწვრთნელი მომავალშიც ენდობა, ის მეტად მოინდომებს".

ალექსანდრ მოსტოვოი ("სპარტაკის" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): "ჯანო უკვე დიდი ხანია, ცდილობს "თეთრ-წითლების" სასტარტოში მოხვედრას. გასულ სეზონში მან კონკურენცია წააგო ხურადოსთან, ამ სეზონში კი მისი სწრაფი ზრდა შეაჩერა რუსეთის თასზე მომხდარმა ინციდენტმა. კარგია, რომ ეს უკვე წარსულია და მურატ იაკინი კვლავ ენდობა ქართველს - არ გაუშვა ის იჯარით და დააყენა "დინამოსთან" სასტარტოში.

ანანიძემაც თამაშით დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. პირველ რიგში, მას სურდა, მწვრთნელს დაენახა, რომ ცდებოდა, როცა მის ნაცვლად კონკურენტს ენდობოდა. არ მინდა ძალიან ვაქო ჯანო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ანანიძე პოტენციალით არაფრით ჩამოუვარდება ხურადოს. ახლა ყველაფერი ანანიძეზეა დამოკიდებული".

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკთან" 2017 წლამდე აქვს კონტრაქტი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიუხედავათ ჩემი დიდი პატივისცემისა ანანძის როგორც პირივნების მიმართ მიმაჩნია რო ესეთი ფეხბურთელებით და ფეხბურთით ჩვენი ნაკრები შორს ვერ წავა თუარა აგერ მედა აგერ გერმანია.როცა გყავს კარგი ფეხბურთელები მაშვინ ნაკრებიც კარგი გყავს და პირიქით ისე წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს თუ დიდ ფეხბურთს არ ითამაშებენ ოჯახებს მაინც არჩენენ.
qutaiseli
08:45 19-03-2015
0
მე ვუყურე მაგ თამაშს და ჯანომ მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა ეგ მატჩი!კუნთი აკლია,ფიზიკურად უნდა მოუმატოს და ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ მოთამაშეს გაუწევს კონკურენციას! წარმატებები ჯანო!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული