გუნდის წარმატებაში სოლიდური ქართული წილიცაა - მათე ვაწაძემ, ვინც ძირითად შემადგენლობაში იყო, 45-ე წუთზე "ორჰუსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.
სტუმართა მეორე ქართველი დავით სხირტლაძე კი მინდორზე 87-ე წუთზე შევიდა, ხოლო ტრავმირებულ დავით დევდარიანს არ უთამაშია.
დანიის მეორე ლიგის სატურნირო ცხრილში "ორჰუსი" 45 ქულით მეორე ადგილზეა, რაც ელიტაში აღზევების საშუალებას იძლევა.
* * *
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ფახთაქორმა" კახა მახარაძის გარეშე შინ 2:1 მოუგო "შურტანს". უზბეკთა ქართველ კაპიტანს მსუბუქი ტრავმა აქვს და მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"