"ინტერის" ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხდა, რომ ერთი ქართველიც არ ყოფილა: გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ბაჩანა ცხადაძე მეორე ტაიმში 2:0-ზე შემოვიდა, ხოლო ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი ტრავმირებულები არიან.
"მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება. ჩვენც მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, 6:0 მოგებაც შეგვეძლო, საბოლოოდ 2:1 გამოგვივიდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ინტერისა" და საქართველოს ნაკრების თავკაცმა.
ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა
გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" ლიდერ "ყარაბაღთან" 0:2 დამარცხდა. "სიმურგი" 35 ქულით მე-5 ადგილზეა.