კახა ცხადაძე: 6:0 უნდა მოგვეგო, მაგრამ 2:1 გამოგვივიდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 30-ე ტურში კახა ცხადაძის "ინტერმა" ბაქოს დერბიში 2:1 დაამარცხა "ბაქი" და 50 ქულით კვლავ მეორე ადგილზე რჩება.

"ინტერის" ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხდა, რომ ერთი ქართველიც არ ყოფილა: გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ბაჩანა ცხადაძე მეორე ტაიმში 2:0-ზე შემოვიდა, ხოლო ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი ტრავმირებულები არიან.

"მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება. ჩვენც მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, 6:0 მოგებაც შეგვეძლო, საბოლოოდ 2:1 გამოგვივიდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ინტერისა" და საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა
აზალ-ის რიგებში, მისი გუნდი შინ "სუმგაიტს" დაუზავდა - 1:1. აზალ-ს 31 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" ლიდერ "ყარაბაღთან" 0:2 დამარცხდა. "სიმურგი" 35 ქულით მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს გისურვებ!
ფერნანდო
12:39 18-04-2015
0
წარმატებები კახას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული