კახა ცხადაძე: 6:0 უნდა მოგვეგო, მაგრამ 2:1 გამოგვივიდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 30-ე ტურში კახა ცხადაძის "ინტერმა" ბაქოს დერბიში 2:1 დაამარცხა "ბაქი" და 50 ქულით კვლავ მეორე ადგილზე რჩება.

"ინტერის" ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხდა, რომ ერთი ქართველიც არ ყოფილა: გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ბაჩანა ცხადაძე მეორე ტაიმში 2:0-ზე შემოვიდა, ხოლო ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი ტრავმირებულები არიან.

"მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება. ჩვენც მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ ჩემი აზრით, 6:0 მოგებაც შეგვეძლო, საბოლოოდ 2:1 გამოგვივიდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ინტერისა" და საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა
აზალ-ის რიგებში, მისი გუნდი შინ "სუმგაიტს" დაუზავდა - 1:1. აზალ-ს 31 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" ლიდერ "ყარაბაღთან" 0:2 დამარცხდა. "სიმურგი" 35 ქულით მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრა კიდიათ ხალხს კახი მაქ რა მოხდა ხომ ხედავ კომენტარს არ გიცერენ ისე მაქ თუ დარჩები შენთვის უკეტესი იქნება აბა აქ ამოგიცვავენ პადოშივით დროზე უშველე თავს და დარჩი მარტო მაქ დამიჯერეეეეეეეეეეეეეე ჯერ სადა ხარ აქ რა მოხდება
0
წარმატებები კახას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული