ვაკო ყაზაიშვილის ბენეფისი - დუბლი ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში არნემის "ვიტესმა" "დორდრეხტს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა გურამ კაშიამ (გააფრთხილეს), ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბენეფისი მოიწყო - 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ვაკოს ანგარიშზე ჰოლანდიის ჩემპიონატში უკვე 8 გოლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ამ სეზონში მეორე შემთხვევაა, როცა ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაშიც (მაშინ სულაც ჰეთ თრიკს გამოჰკრა ხელი) "ვიტესის" მეტოქე "დორდრეხტი" იყო.

22 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის აქამდე საუკეთესო შარშანდელი სეზონი იყო, როცა ერედივიზიეში 4 გოლის
გატანა შეძლო.

"ჩემთვის განსაკუთრებულია, რომ ამ კლუბს უკვე ხუთი გოლი გავუტანე. პირველ ტაიმში მეტოქე აგრესიულად თამაშობდა და გვიჭირდა. მეორეში კი უკვე ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ეს შედეგშიც აისახა", - განუცხადა მატჩის გმირმა კლუბის ვებსაიტს.

ამ ტურში "პსვ ეინდჰოვენმა" ნაადრევად გაინაღდა ჩემპიონობა, ქართველთა "ვიტესი" კი 54 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ეტაპზე ყენიას ამგრად ჯობია, რატო ათამაშა ყენია არ მესმის გერმანისთან ცხადაძემ
თბილისი
09:59 19-04-2015
0
ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს ავუკრძალოთ ვარჯიშებზე დასწრება)))რაღაც არაადეკვატურ დასკვნების აკეთებენ ვარჯიშების შემდეგ შემადგენლობის შერჩევაში....როგორ შეიძლება ,რომ გელაშვილი ამჯობინო მჭედლიძეს(ქეცბაია...ან ნავალოვსკი რომ მხოლოდ გიბრალტარისთვის გაიხსენა)?როგორ შეიძლება,რომ დღეს ყენია ამჯობინო ყაზაიშვილს?ან ვერ დაინახო,რომ მახარაძე სისწრაფეებში ნაკრების დონე რომ არ არის?ან ვერ დაინახო,რომ კობახიძე საუკეთესო საყრდენად რომ იქნება...ან ლობჟანიძეს რომ დააყენებ და მერე ითხოვ,რომ გუნდმა დაცვიდან ბურთი ამოიტანოს,კომბინაციები გაითამაშოს,შეუტიოს(((ვერაფრით ვერ მესმის!იქნებ ვინმე დასწრებიხართ ვარჯიშებს და რაღაც საოცრებები ხდება ვარჯიშებზე?იცვლებიან ფეხბურთელები?
-ესენი არიან პროფესიონალი მწვრთნელები და ამათ აქვთ ფეხბურთის ხედვა?
ახალი
12:12 19-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული