ალეკო ამისულაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველი ალეკო ამისულაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისმა "ინტერმა" შინ 2:0 მოუგო აზალ-ს.

ამისულაშვილი კახა ცხადაძის გუნდს გერმანიის ნაკრებთან თბილისურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. აზალ-თან მატჩში მან შეუცვლელად ითამაშა.

ასევე 90 წუთი გაატარა მინდორზე ლაშა სალუქვაძემ, ბაჩანა ცხადაძე კი შეცვალეს. სიმბოლური ნაკრები "აზერიფუტბოლმა" შეადგინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეიგი რამხელა წარმატებაა რო დაფიქრდეს კაცი , რაღა აქ მოხვდერიხარ სიმბოლურში და რაღა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული