ოთო გოშაძე: არ მინდა ვიჩქარო და ვთქვა, რომ "ქასიმფაშას" მეკარე ვარ

AutoSharing Option
დარჩება თუ არა ოთო გოშაძე თურქულ "ქასიმფაშაში"?

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე 18 წლისა ოქტომბერში გახდება და იმედოვნებს, რომ თავისი საკლუბო კარიერის შესახებ მკაფიო პასუხი უახლოეს პერიოდში ექნება.

"ჯერ საკითხი 100 პროცენტით არ არის გადაწყვეტილი. ერთი ის ვიცი, რომ 23 ივნისს თურქეთში უნდა დავბრუნდე.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს მოვწონვარ, ჩემი დარჩენა სურთ და ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, მაინც არ მინდა ვიჩქარო და ვთქვა, რომ "ქასიმფაშას" მეკარე ვარ. ეს ჯერ ოფიციალურად უნდა გადაწყდეს.

თუმცა მე სხვა ვარიანტებით დაინტერესებული არ ვარ, რადგან ამ
გუნდში თავს კარგად ვგრძნობ და ჩემთვის მთავარიც ეს არის", - ამბობს გოშაძე.

შეგახსენებთ, რომ გოშაძისა და ლაშა დვალის გარდა, "ქასიმფაშაში" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძეც გადავიდა. გოშაძე მასზეც გველაპარაკა:

"ვატო ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობს და თამაშობს. მისით კმაყოფილები არიან, რადგან დღითი დღე უმატებს. არ ვიცი, ვატოს დარჩენის საკითხი როდის გადაწყდება, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის".

შეგახსენებთ, რომ გოშაძე "საბურთალოს" ფეხბურთელია, "ქასიმფაშაში" კი შარშან, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის მიწვევით წავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული