ნიკა ძალამიძე: არ ვიცი, რატომ არ გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში

AutoSharing Option
Newspix.pl-მა "იაგელონიას" შემტევ ნახევარმცველ ნიკა ძალამიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც კარგი სეზონი ჰქონდა - 23 წლის ფეხბურთელმა 3 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა (მეორე შედეგი ჩემპიონატში) და "იაგელონიასთან" ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძალამიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ამჯერად არ გამოუძახებიათ.

- მალტასთან თამაში მომიწია, ხოლო გერმანიასთან შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ვუყურე. ახლა სულ არ გამომიძახეს ნაკრებში, არ ვიცი, რატომ მოხდა ეს. ექსტრაკლასა კი დასრულდა, მაგრამ პოლონეთში ვრჩები, რადგან მომდევნო კვირაში კლუბი უკვე შეკრებას იწყებს. სამწუხაროა, რომ ამჯერად ეროვნულ ნაკრებში ვერ მოვხვდი,
მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება, მე მსურს ეროვნულ ნაკრებში თამაში.

- თქვენი აზრით, არის თუ არა პოლონეთის ნაკრები მატჩის ფავორიტი?
- ნაკრებში ქეცბაია ცხადაძემ შეცვალა, ის სხვა იდეებით მოვიდა გუნდში. ახლა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ჩვენი შანსები ძალზე მცირეა, ამიტომ ჩვენ უნდა ვაშენოთ გუნდი, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს. ამიტომაც საქართველოს ნაკრები პოლონეთთან ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს და ვინ იცის, იქნებ სიურპრიზიც შემოგვთავაზოს.

- ადრე საქართველოს ნაკრებში უფრო კაშკაშა ვარსკვლავები თამაშობდნენ...
- მესმის, რომ ჩვენი თაობა უფრო სუსტია, ვიდრე კალაძის, არველაძეების და ქეცბაიას დროინდელი. დიახ, განსხვავება თვალნათელია, მაგრამ ჩვენ არც ახლა გვაკლია ტალანტები ასაკობრივ ნაკრებებში, ჩვენი ლეგიონერები რუსეთში, უკრაინასა და ევროპულ ქვეყნებში თამაშობენ. ფეხბურთი საქართველოში ნომერ პირველი სპორტის სახეობაა და ფანები მხოლოდ გამარჯვებებს ითხოვენ.

- როგორ ხვდება პოლონეთთან თამაშს საქართველოს ნაკრები?
- ჩვენ არ გვეყოლება კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც დისკვალიფიცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი შაბათის მატჩში მის შემცვლელს იპოვის.

- თქვენ "იაგელონიაში" რჩებით?
- კონტრაქტი წლის ბოლომდე მაქვს და ვრჩები, თუმცა მერე რა იქნება, არ ვიცი. "იაგელონიაში" თავს დიდებულად ვგრძნობ, მაგრამ მეც ვოცნებობ ევროპულ ლიგებში თამაშზე, ინგლისში ან გერმანიაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაც ბაჩანა ცხადაძე თამაშობს იქ შენ რა გინდა ნიკა? :)))) ითმაშე შენთვის ჯიგარო და იმედია უფრო ბევრს მიაღწევ, ამათ კი არაფერი არ ეშველება არსოდეს, ბაჩანა ცხადაძის გოგიტა გოგუას და კიდევ რამდენიმე ჭ კლასის დონის იგროკების ადგილი არის ნაკრებში და პოლონეთის ლიდერ გუნდში მოთამაშე ლიდერის არა, ვაი თქვენს პატრონს უბედურს
ლუკა
17:49 12-06-2015
0
კარგი ფეხბურთელი ხარ მაგრამ მაგრამ როგორც ყველა ნაკრების ფეხბურთელი შენც ასევე საჭიროებ ოსტატობის და თამაშის ხარისხის დახვეწას ნაკრების ფეხბურთელები გაცილებით მაღალ დონეზე უნდა თამაშობდნენ სხვანაირად შეუძლებელია წარმატების მიღწევა გუკს ნუ გაიტეხ ეცადე გააუმჯობესო საკუთარი მონაცემები და აუცილებლად ითამაშებ ნაკრებში
ემზარი
17:33 12-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული